14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

აჭარა/ Adjara

09.03.2020 | 13:31 ნახვები: 518

აჭარა საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, აჭარისწყლის ხეობაში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რომელსაც ჩრდილოეთით გურია ესაზღვრება, აღმოსავლეთით - სამცხე-ჯავახეთი, სამხრეთით კი - თურქეთი. აჭარის ადმინისტრაციული ცენტრი ბათუმია.

აჭარის მიკროკლიმატის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ქობულეთ-ჩაქვის ქედი, რომელიც საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს მთიან და ზღვისპირა ზონებად ყოფს. სწორედ ამ ქედის ზეგავლენით ზღვისპირა აჭარისთვის ტენიანი სუბტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით, მთიან აჭარაში კი ნაკლებად ტენიანი კლიმატი და უხვთოვლიანი ზამთარია.

აჭარა, სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლების გარდა, ულამაზესი ბუნებითაც გამოირჩევა _ მზიანი ზღვის სანაპიროები, სიმწვანე, ასევე ძალიან საინტერესოა აჭარის მთიანეთიც.

საინტერესო კულტურისა და ტრადიციების მქონე აჭარაში საქართველოს სხვა რეგიონებისგან მკვეთრად განსხვავებულ ჩაცმულობას, სამზარეულოსა და ფოლკლორს ვხვდებით. მოკლედ, საქართველოს ეს მხარე ფერადოვნებით გამოირჩევა.

აჭარაში ბევრი საინტერესო ძეგლია შემორჩენილი. გვხვდება ქვის ხანის სადგომები, ბრინჯაო-რკინისა და ანტიკური ხანის ძეგლები _ გონიოს ციხე, თხილვანის მენჰირი და შუა საუკუნეების ტაძრები, ციხე-სიმაგრეები და ხიდები.
აჭარაში ოთხი დაცული ტერიტორიაა და თითოეული ინდივიდუალური ხასიათითა და ენდემური ჯიშებით ხასიათდება. აჭარა ასევე მდიდარია ზღვისპირა და მთის კურორტებით.

-----

Adjara is located in the southwestern part of Georgia, in the gorge of Adjaristskali, on the coast of the Black Sea. It has borders with region of Guria to the north, Samtskhe-Javakheti to the east and Turkey to the south. The administrative center of Adjara is Batumi.

The main role in formation of micro-climate in Adjara is played by Kobuleti-Chakvi ridge, which divides this beautiful part of Georgia into mountainous and coastal zones. Under the impact of this ridge, coastal Adjara is characterized by humid subtropical climate, with warm winter and hot summer. There is less humid climate and abundant snow in mountainous Adjara.

In addition to cultural monuments of different periods, Adjara is remarkable for amazing nature - sunny sea-coasts, greenery; mountainous Adjara is also very interesting.

In Adjara, having interesting culture and traditions, one can meet outfit, cuisine and folklore here, which sharply contrasts with other regions of Georgia. To cut a long story short, this region of Georgia is remarkably colorful.

There are many interesting monuments in Adjara. One can see here the settlements of Stone Age, monuments of Bronze-Iron and Antique Age - Gonio Fortress, the standing stone of Tkhilvani and medieval cathedrals, fortresses and bridges.

There are 4 protected areas in Adjara and each one is characterized by individual and endemic varieties. Adjara is also rich with seaside and mountainous resorts.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა