თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
პრემიერი - თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ

პროკურორი - ნიკა მელიას ადვოკატებს აქვთ კარგი პლატფორმა

02.16.2021 | 13:41 ნახვები: 342

ნიკა მელიას ადვოკატების ამ სხდომაზე დასწრება არ იყო რეალური მცდელობა, ეს იყო განცხადება განცხადებისთვის. კარგი იურისტები არიან და იციან, პარლამენტის რეგლამენტი ასეთ პროცედურას რომ არ ითვალისწინებს, - ასე გამოეხმაურა პროკურორი ამირან გულუაშვილი პარლამენტში საპროცედურო და წესების კომიტეტისა და იურიდიული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება, ნიკა მელიას ადვოკატების პარლამენტში არ შეშვების საკითხის.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ადვოკატებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა სასამართლოში მიეცემათ.

„სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების ყველაზე მთავარი პლატფორმა არის სასამართლო. ნიკანორ მელიას ადვოკატებმა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამოთქვეს ამ სხდომაში მონაწილეობის სურვილი, ისინი ძალიან კვალიფიციური იურისტები არიან, კარგად იციან, რომ პარლამენტის რეგლამენტი ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს და მათ სამართლებრივად ამის შესაძლებლობა ვერ ექნებოდათ. ეს არ იყო მათი მხრიდან დღეს აქ მოსვლის რეალური მცდელობა, ეს იყო განცხადება განცხადებისთვის. მათ აქვთ ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც გაცილებით უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს, ვიდრე ეს საპარლამენტო ტრიბუნაა. სასამართლოში სრული შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც, პირველ რიგში, სწორედ ამას გულისხმობს, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მხარეებს უნდა ჰქონდეთ უფლება წარმოადგინონ საკუთარი მტკიცებულება და დაასაბუთონ საკუთარი პოზიცია", - განაცხადა გულუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხის განხილვაზე დასწრების სურვილი ნიკა მელიას ადვოკატებმა გიორგი კონდახიშვილმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა და ბექა ბასილაიამ გამოთქვეს, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. მოგვიანებით, კომიტეტის სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ კომიტეტში ოფიციალური მიმართვა ვინმეს დასწრებასთან დაკავშირებით არ მიუღიათ.

ამასთან, მისივე თქმით, კომიტეტს არ აქვს სასამართლოს კომპეტენცია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებს მოუსმინოს.

ფოტო და მასალა: IPN

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა