თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
პრემიერი - თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ

საქართველოში 26 თებერვლის ჩათვლით ძლიერი ქარი და ყინვაა მოსალოდნელი

02.17.2021 | 13:33 ნახვები: 391

საქართველოში დღეიდან 26 თებერვლის ჩათვლით ძლიერი ქარი და ყინვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -5, -7 დღის საათებში 0, -2°C.

„18 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამისა და დილის საათებში მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია გაძლიერება 18-20 მ/წმ-მდე და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში -4, -6°C.

19-20 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -13, -15, დღის საათებში -5, -7°C.

21 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C.

22-24 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -14, -16, დღის საათებში -2, -4°C.

25-26 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში 0, -2°C", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა