14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

უკრაინაში გაცოცხლებული ადრეული ეკლესია

04.06.2022 | 12:24 ნახვები: 746

დღევანდელ სამყაროში მთავარი მოვლენა უკრაინაში მიმდინარე ომია, რომელზეც მრავალგვარ ჭრილში საუბრობენ.

თქვენი ყურადღება ერთი შეხედვით უყურადღებოდ დატოვებულ, თუმცა ნიშანდობლივ ფაქტზე მინდა შევაჩერო - უკრაინამ, ჩვენს თვალწინ, ადრეული ქრისტიანული სული, ტრადიცია და ეკლესიის მივიწყებული ეთოსი აღადგინა.

ხომ ნახეთ მეტროსადგურებსა და სახელდახელოდ მოწყობილ ტრაპეზებზე აღვლენილი წირვები; დაბომბვისას, ქალაქებში მყოფ ეპისკოპოსთა მიერ აღსრულებული ლიტურგიები; ფეოდალური ელემენტებისგან დაცლილი სამღვდელოება, გატაცებული და ნაწამები სასულიერო პირები, გაჭირვებულთათვის დახმარება, თანადგომა, უკანასკნელი ლუკმის განაწილება, მოყვასზე გადაფარება და ქრისტესადმი წრფელი სიყვარული - ეს ყველაფერი ქრისტესეული, პირველი ეკლესიისეული ელემენტები არიან, რომლებიც, საუკუნეთა შემდგომ, იმპერიებმა ფაქტობრივად გაანადგურეს და მათ ადგილზე ეკლესიად წოდებული ,,პოლიტიკური ინსტიტუტები“ დააფუძნეს.

კლერიკალიზმი, სამღვდელოების ,,გაღმერთება,“ მრევლის მიამიტობის პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება, ეკლესიის იმ კონვერტორად გახდომა, რომელშიც ხელისუფლება და ოპოზიცია ყოველი არჩევნების წინ ხალხის ფულს ,,ასხამს,“ საბოლოოდ კი ეს ინსტიტუტი ამ მატერიალურ დივიდენდებს ამომრჩევლის ხმებში გარდაქმნის - ეს არაა ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია, ეს ქრისტეს სახელით ვაჭრობა, ფარისევლობა, სიცრუე და ბოროტებაა.

ჩნდება შეკითხვა- მაინცდამაინც უკრაინის მსგავსი სასტიკი და სისხლისმსმელი ომი უნდა დაიწყოს საქართველოშიც, რომ საბჭოთა კავშირის მიერ დატოვებული, ფეოდალიზმისა და მომხვეჭელობის სულით გაჟღენთილი, ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების სამსახურში ჩამდგარი ინსტიტუტისა და მენტალობის მარწუხებიდან გავთავისუფლდეთ და ქრისტესმიერ იდეალებსა თუ ქრისტესეულ ეკლესიას დავუბრუნდეთ?

 

გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა