მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის ფონზე, ჯანდაცვა აცხადებს, რომ ჰოსპიტალიზებულია 3 სამართალდამცველი
აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა - გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და ავტობუსების გამოყენებით არის ჩახერგილი
ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას: აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები - გიორგი გახარია
პრეზიდენტი - მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა
აქტივისტებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
"რუსი ტიტუშკები მოქმედებაში" - ვიოლა ფონ კრამონი დარბევაზე
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე - ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ
საია - პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა

მაია ფურცელაძე

05.01.2023 | 13:46 ნახვები: 880

სახელი, გვარი - მაია ფურცელაძე

დაბადების წელი - 1967 

მედიასაშუალება - გაზეთი „ვერსია“, საინფორმაციო სააგენტო „ჰოთ ნიუსი“

პოზიცია -გამომცემელი და მთ. რედაქტორი

მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავნიათ -გაზეთი „კომუნისტი“, „სამშობლო“, „სარანგი“, ალია“, „კვირის ქრონიკა“

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? – 1984 წლის 15 ივლისი, გაზეთ „კომუნისტის“ კურიერი;

 

თქვენი პირველი მასალა? - „მე დავიბადე აპრილის თვეში“-რეპორტაჟი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმიდან;  

 

არის დღეს მედია მეოთხე ხელისუფლება? - მხოლოდ ფორმალურად;

 

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - მიიღოს ობიექტური ინფორმაცია;

 

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - ყველა იმ ადამიანს, ვისაც საზოგადოებისთვის სათქმელი აქვს;

 

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? – 30-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის მანძილზე ათეულობით ექსკლუზიური ინფორმაცია გამივრცელებია. გაზეთ „სარანგში“ სამეგრელოს დარბევის ექსკლუზივი ზუგდიდიდან (1992 წლის თებერვალი), 1992 წლის მარტი-მაისი რეპორტაჟი სოხუმიდან და ინტერვიუ ზურაბ აჩბასთან; ჩემი რუბრიკა „ალიაში“ უხერხული კითხვები (600-მდე ინტერვიუ) ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო იყო. ასევე ჟურნალისტური გამოძიებების ციკლი „გახსოვდეს აფხაზეთი“ (საქართველოს ოკუპაციის თემისთვის საინტერესო ფაქტებს ასაჯარაოებს, 1999-2000 წ.წ.); „საჯაიას ბიჭები“ ( ვარდების რევოლუციამდელი პერიოდის პოლიტიკური ვითარება და საჯაიას მკვლელობის საქმე); დემურ დვალიშვილის (თვით)მკვლელობის საქმე; თვითმფრინავის ბიჭების სკანდალი (უზენასი საბჭოს საგამოძიებო კომისიის მასალები) და ა.შ.

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? – 1992 წლის 12 აგვისტო, სამაჩაბლოში ქართველ ჯარისკაცებზე თავდასხმა, ოსებმა და რუსებმა მათ ცოცხლად ამოაჭრეს გულები და მანქანები დაწვეს. პროზექტურაში გადაღებული ჩემი ფოტოები უმძიმესი ტრაგედია იყო ჩემთვის. 14 აგვისტოს კი აფხაზეთში ომი დაიწყო;  

 

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა; ვიზალიბერალიზაცია;

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - რუსეთ-საქართველოს საკითხი და საქართველოს ოკუპაცია, საკითხი სადაც კომპრომისი დაუშვებელია;

 

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – ობიექტური;

 

ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - ბევრია ასეთი, მახსოვს ნუგზარ ფოფხაძე, რომელიც ერთადერთი რესპოდენტია, ვინც „უხერხულ კითხვებზე“ უარი თქვა;

 

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - ვფიქრობ, ჟურნალისტზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს ინფორმაციის მოპოვებას. ეს საქართველოში მეტ-ნაკლებად ყოველთვის პრობლემა იყო.

 

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპოდენტი? – ჟურნალისტი, მთვარია იცოდე, როგორ „აალაპარაკო“ რესპოდენტი;

 

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - როცა ჟურნალისტიკიდან წავალ, ამ კითხვას შემდეგ ვუპასუხებ არგუმენტებით;

 

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – როცა ინფორმაცის მოპოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ასევე, როცა რესპოდენტისთვის უკანასკნელი იმედი ხარ პრობლემის მოგვარებაში;  

 

რაზე გწყდებათ გული? - ჩვენი თაობის ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ისაა, რომ არ გვქონდა პირობები (მატერიალურიც მათ შორის) საუკეთესო განათლება მიგვეღო;

 

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – ინფორმაციას პირადი ცხოვრების შესახებ; ინფორმაციას, რომელიც აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს;   

 

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – ასეთი ხანა გვქონდა?

 

რისი გეშინიათ? – მეშინია, რომ ვერ მოვესწრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;

 

„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – აშენდა;

 

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი;

 

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - საშუალოზე დაბალი;

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - კოლეგიალობა ჩემთვის პრონციპული საკითხია;

 

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – არაპროფესიონალიზმი, პოპულიზმი, მანიპულაცია;

 

რა აკლია ქართულ მედიას? – ობიქტურობა, ინტელექტი;

 

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – ყველას, ობიექტური სურათის მისაღებად;

 

რადიო, რომელსაც უსმენთ - ვუსმენ მგზავრობისას და შესაბამისად, სადაც რომელ არხს „იჭერს“ ინფორმაციის მისაღებად;

 

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - არ ვკითხულობ „ასავალ დასავალს“, ასე უფრო მარტივია პასუხი;

 

რჩეული ონლაინ გამოცემა - ვცდილობ ყველა ინფორმაციას გავეცნო;

 

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - ბაზრის სიმცირის გამო არ მიიჩნევს, რომ ეს საინტერესო ინვესტიციაა და ასევე მიაჩნიათ, რომ მედია გავლენას არ ახდენს საზოგაოდებრივი აზრის ფორმირებაზე (ეს მათი სუბიექტრური აზრია);

 

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – დიდი დოზით;

 

რა გაღიზიანებთ? - გულგრილობა და ტყუილი;  

 

რა გახარებთ? - კარგად გაკეთებული საქმე ნებისმიერ სფეროში;

 

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? - პატივს ვცემ ყველას აზრსა და პოზიციას, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის, თუმცა უფლებას ვიტოვებ არ ვითანამშრომლო;

 

რას არ პატიობთ კოლეგას? – არაკოლეგიალობას, თავხედობას, უზრდელობას;

 

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - როდემდე? ( ასეთი რუბრიკაც კი მქონდა 2000 წელს და უკვე 2023 წელია);

 

რას ნანობთ? - ამ კითხვაზე მხოლოდ მოძღვარს ვუპასუხებ, ისე ჩემთვის ცხოვრება მუდმივი სინანულია;

 

რითი ხართ კმაყოფილი? - არასდროს არ ვარ კმაყოფილი, ალბათ ესაა მთავარი, რაც მაძლევს მოქმედების ძალას;

 

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – სამართლიანობა;

 

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - ვერ და აზროვნების გარეშეც შესანიშნავად ცხოვრობენ!

 

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - მანიპულაციებით დავღალეთ, იმედგაცრუებულია;

 

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? -არა;

 

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - ყველაფერი ერთად არის ჟურნალისტიკა;

 

რა არის მედიასტანდარტი? - არ ვიცი, ჩემთვის მედიასტანდარტი თავად მედიაგამოცემის დასადგენია და ჟურნალისტი თავად ირჩევს იმუშავოს თუ არა ამ სტანდარტით;

 

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედიასტანდარტი? - ქართულ მედიას დაავიწყდა, რომ მედიაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვს;

 

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - მე მათ კოლეგებად არ მივიჩნევ, ეთერში მათი არსებობა მედიამფლობელის გადასაწყვეტია;

 

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - ვითომ კოლეგიალობის გამო, თუმცა დღეს მედიაკრიტიკაც ძალიან სუბიექტურია;

 

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - გვყავს ასეთი?

 

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - როგორც საზოგადოება, ისე მედია ითხოვს ცრუ კერპებს;

 

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - ორივე ერთად თუ მიიღწევა, იდეალური ვარიანტია;

 

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - ეს ჟურნალისტის პიროვნული არჩევანია;

 

რა კითხვა არ უნდა დასვას ჟურნალისტმა? - ასეთი კითხვა არ არსებობს, გააჩნია კითხვის დასმის ფორმას, სწორედ ამაში გამოიხატება ჟურნალისტის პროფესიონალიზმი;

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - ჩემთვის არ არსებობს;

 

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - იოლი ცხოვრება მარტივია, ნაკლებ შრომას მოითხოვს;

 

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - ერთამანეთს არ გამორიცხავს;

 

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - არსებობს, თუმცა ძალიან უჭირს;

 

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშუალებით? - რა თქმა უნდა, აქვს ჟურნალისტიკის გარკვეული ჟანრის სტატიის საშუალებით; 

 

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - ამ სახით არა. ვფიქრობ, დღეს არსებული ჟურნალისტიკის ფაკულტეტები ვერ აკმაყოფილებს მედიაბაზრის მოთხოვნას და ეს საკითხი სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა