ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე - ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ

ნახვები: 605 გაბრიელიუს ლანდსბერგისი - გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე - ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ

გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე - ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ , - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე ივანიშვილის ხედვის მოსმენით. შოკირებული ვარ ურთიერთობების ასეთი უეცარი ცვლილებით ქვეყნებთან, მათ შორის ლიეტუვასთან, რომლებიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეები იყვნენ. ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ.

საქართველოს ხალხს მხარს ვუჭერდით ნამდვილი დამოუკიდებლობის პირველი ყვავილების აყვავებიდან. ლიეტუველებს თქვენი გამარჯვებები უხაროდათ, მხარში ვიდექით, როდესაც რუსეთი თავს დაგესხათ, ვტიროდით თქვენი სიცოცხლისა და მიწის დაკარგვაზე.

ახლა შოკირებულები ვართ იმის დანახვით, თუ როგორ მიათრევენ ქართველებს არათავისუფლებისკენ ისინი, ვისაც თავად ყველაზე მეტად ეშინიათ თავისუფლების. მაგრამ ვიცით, რომ ქართველები, ლიეტუველებივით, მარად თავისუფალი სულისკვეთების არიან და თავისუფლება ყოველთვის აყვავდება”, - წერს ლანსბერგისი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა