Polish EU Presidency to focus on Ukraine's reconstruction and European integration - Duda
U.S. imposes new sanctions on Russia and countries helping it produce weapons
Zelensky: Ukraine is preparing seven more security agreements with partners
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო
მეთიუ მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონდმებლობას
ამინდი 2 მაისს
"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" | სახდეპი
Visioner-ის ცნობით, 1-ელ მაისს აქციაზე 85 888 ადამიანი იმყოფებოდა

ეროვნული ბანკი - სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა

11.27.2023 | 18:55 ნახვები: 297

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.84 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 507.96 მლნ ლარით, ანუ 1.03 პროცენტით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 701.22 მლნ ლარით, 3.63%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 193.25 მლნ ლარით, 0.64%-ით შემცირდა.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის 49.67 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.15 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.16 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.44%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.09%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.18 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 19.74 პროცენტი შეადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა