კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" | სახდეპი

ნახვები: 585 "საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" | სახდეპი

"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა", - ამ სათაურით აქვეყნებს განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი. 

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებული "უცხოური გავლენის" კანონს, რომელმაც საქართველოს პარლამენტში დღეს წინ წაიწია და რომლის დასაცავადაც მთავრობის ოფიციალურმა პირებმა ყალბი ნარატივი აირჩიეს. მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ კანონის მიზანია, გააჩუმოს კრიტიკული ხმა და გაანადგუროს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება როგორც კრიტიკულ კონტროლს მთავრობაზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.

ამ კანონმდებლობამ და "ქართული ოცნების" ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას საფუძვლად უდევს და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვაძლევდით 32 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გასაძლიერებლად, ძირეულად ძირს უთხრის ძლიერ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ განვავითარეთ საქართველოს მთავრობასა და ხალხთან.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და მისი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა გაიგონ. ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად ძალის გამოყენება მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი პროტესტის მონაწილეებს მისცენ შესაძლებლობა, გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლება, - წერია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა