იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

ხელოვნების მუზეუმს კიდევ ერთი დაკარგული ფერწერული ნამუშევარი დაუბრუნდა

11.29.2023 | 11:18 ნახვები: 301

ხელოვნების მუზეუმს კიდევ ერთი დაკარგული ფერწერული ნამუშევარი დაუბრუნდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ჟან სიმეონ შარდენისათვის (1699-1779) მიკუთვნებული ნატურმორტი გადასცა. 1994 წლის 27 ივლისს მოცემული ნატურმორტი ხელოვნების მუზეუმიდან ლუკას კრანახის „მაჭანკალთან“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერთან“ ერთად მუზეუმზე თავდასხმის შედეგად გაიტაცეს. მოგვიანებით სამიდან ორი ნამუშევარი – ლუკას კრანახის „მაჭანკალი“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერი“ – მუზეუმს დაუბრუნდა, ხოლო ჟან შარდენის სავარაუდო ავტორობით შესრულებული ნამუშევარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამინისტროში ნახატი მიიტანა პირმა, რომელმაც ფართო საზოგადოების წინაშე მისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. სურათს ჩაუტარდა კვლევა ხელოვნების მუზეუმში ახლად შექმნილ ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში. ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს. ნამუშევრის ავთენტურობა დარღვეული არ არის. მოცემული სურათი მუზეუმისათვის კუთვნილი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა