პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M
Ukrainian air defenses intercept 21 out of 34 enemy missiles overnight
Two Russian missile carriers armed with eight Kalibrs remaining in Black Sea
Enemy shells four DTEK TPPs, casualties reported
Russian army loses 1,124 more soldiers in Ukraine over past day
General Staff: 94 combat clashes on front lines in past day

საქართველო - მორიგი სირცხვილის მოლოდინში

12.25.2023 | 11:26 ნახვები: 2878

ქართველი სასარგებლო იდიოტების სამყაროში დიდი სიხარულის დრო მოვიდა - „ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს“ გაახსენდათ ჩვენი არსებობის ფაქტი.

აქამდე ისინი იხსენებდნენ საქართველოს მხოლოდ ქილიკის და დაცინვის მიზნით - როგორც გამარჯვებული დასცინის და ამცირებს დამარცხებულს. თუმცა, როდესაც უჭირთ, როგორც წესი ვახსენდებით სხვა კონტექსტში - როგორც უთავმოყვარეო ხალხი მოკლე მეხსიერებით, რომელთა გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის ყოველთვის შეიძლება.

აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი ფარულად ესტუმრა ზუგდიდს. ფარულად - რადგანაც ამის თაობაზე საჯარო და ღია ინფორმაცია არსად გავრცელებულა. საქართველოში საერთოდ არავის გაუგია, აფხაზეთში კი მხოლოდ ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა გაზეთმა შეიტყო.

აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ქართველთმოძულეთა წარჩინებული დინასტიის წარმომადგენელია. მამამისი, კონსტანტინ ოზგანი საბჭოთა წლებში იყო გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანი. ქართველოფობია აფხაზებს შორის დიდი იშვიათობა ნამდვილად არაა, მაგრამ ოზგანი ამ ფონზეც კი ქართველებისადმი განსაკუთრებული და გააფთრებული ზიზღით გამოირჩეოდა.

მისი ქალიშვილი ამ კუთხით მისგან შორს არ წასულა. თუმცა, დღეს დავჭირდით. აფხაზეთში მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პრობლემებია. წარმოუდგენლად დაბალი ტარიფის, მოსახლეობის მხრიდან მოხმარებული ენერგიის საფასურის გადახდის თითქმის ნულოვანი მაჩვენებლის და უკონტროლო კრიპტომაინინგის გამო, ენერგოსისტემა კოლაფსის ზღვარზეა.

ამას დაემატა „ღალატი“ რუსეთის მხრიდან. პირველად ათწლეულების მანძილზე მოსკოვმა სოხუმს ელექტროენერგიაში ფული მოსთხოვა. ანუ, გააკეთა ის, რაც წესით 30 წლის წინ უნდა გაეკეთებინა. თუმცა, აფხაზებს ფულის გადახდა არ სურთ. მოგეხსენებათ, მუქთამ მიჩვევა იცის.

ამ დროს აფხაზებს გაახსენდათ, რომ არსებობს ასეთი ქვეყანა - საქართველო. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ჩირიკბამ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ საქართველო აფხაზებისთვის შორეული და უცხო ქვეყანაა - დაახლოებით ისეთი, როგორც მოზამბიკი.

თუმცა, როდესაც ერთი ადგილი აეწვათ, გაახსენდათ - მოზამბიკი აფხაზეთიდან ათასობით კილომეტრშია, საქართველო კი - აგერ აქ, გვერდით. ენგურის იქითა მხარეს. და ამ საქართველოში ბევრი სასარგებლო იდიოტია, რომელიც მიიჩნევს თავს ვალდებულად დაეხმაროს „ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს“ ძნელბედობის ჟამს.

აქ ყოველთვის მზად არიან აჩუქონ აფხაზებს ყველაფერი რაც კი შესაძლებელია, საპასუხოდ ყოველგვარი მადლიერების ნიშნების გარეშე. საქართველო არის ერთად-ერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მათ უფასოდ მკურნალობენ მაშინ, როდესაც საკუთარ მოქალაქეების მკურნალობისთვის ზოგჯერ სახლ-კარის გაყიდვა უწევთ. თანაც მკურნალობის შემდეგ, აფხაზები სახლებში ბრუნდებიან და ამბობენ - ეს არაფერს არ ნიშნავს, ჩვენი ვალი აქვთ და კეთილი ინებონ, გვიმკურნალონ.

საქართველო ერთად-ერთი ქვეყანაა მსოფლიოში რომელთანაც შესაძლებელია მიაღწიო შეთანხმებას ელექტროენერგიის გაყოფაზე 40-60-ზე, რეალურად კი წაიღო მთელი 80%.

კრისტინა ოზგანი ჩამოვიდა ელექტროენერგიის წამოსაღებად. ის ალბათ არ გვთხოვს. ის მოითხოვს, გველაპარაკება როგორც ჩმორებს, რომლებსაც შეიძლება თავზე მოუსაქმო, და ამაში კიდევ მადლობის მოხდა მოითხოვო. მოითხოვო ერთია - მიიღო კიდეც...

დარწმუნებულ ვარ - ქართული მხარე აფხაზებს ელექტროენერგიას აჩუქებს, უსასყიდლოდ. იმიტომ რომ „ჩვენი დები და ძმები“ არიან.

და კიდევ ერთხელ, აფხაზები შეგროვდებიან და გემრიელად დაგცინიან. ისე, როგორც დასცინიან უთავმოყვარეო და ღირსებაწართმეულებს. ეს იქნება ჩვენი მორიგი სირცხვილი და თავის მოჭრა.

და მე ეჭვგარეშე მჯერა, რომ ეს ნამდვილად მოხდება.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა