კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილი - სენატორების წერილი განგაშის ზარია

ნახვები: 585 სალომე სამადაშვილი - სენატორების წერილი განგაშის ზარია

ეს წერილი განგაშის ზარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა - ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის” ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - გაგრძელდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 30 წლის განმავლობაში დიდი დახმარება გაუწია და მიიჩნევს, რომ „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით, პარტნიორი ქვეყნის მხრიდან დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

„ეს წერილი განგაშის ზარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, 30 წლის განმავლობაში იყო გადამწყვეტი ფაქტორი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის. ეს დახმარება მნიშვნელოვანია საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის, იმიტომ რომ 6 მილიარდზე მეტი დახმარება, რომელიც მათ ჩვენი ხალხისთვის გაიღეს, პირდაპირ მიდის ქართველი ხალხის სიკეთისთვის, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა. ასევე, რაც მთავარია ჩვენის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა დიდწილად, სწორედ ამერიკულ დახმარებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორები ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ, ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის” ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - გაგრძელდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება. ბიძინა ივანიშვილი რომელიც იღებს კანონს, რომელიც [ცდილობს] მისი და სხვა ოლიგარქების სანქცირებული ფული ისე შემოზიდოს, რომ ერთი თეთრიც არ გადაუხადოს, ქართველ პენსიონერს, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულ ადამიანს, ქართველ ახალგაზრდას და დაიცვას რუსული ჭუჭყიანი ფული გადასახადებისგან, ამის პარალელურად ჩვენ ახლა გვაყენებს დარტყმის ქვეშ, რომ დავკარგოთ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას ესმის ის გზავნილი, რომელიც გუშინ მოვისმინეთ სენატიდან. ჩვენ ვართ გზაგასაყარზე, ჩვენ ან რუსული ხელისუფლების შეჩერებას ვირჩევთ, ან საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვის გზას დაადგება. ამიტომ იმედი მაქვს რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა