ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გამართა
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M
Ukrainian air defenses intercept 21 out of 34 enemy missiles overnight
Two Russian missile carriers armed with eight Kalibrs remaining in Black Sea
Enemy shells four DTEK TPPs, casualties reported

ეროვნული ბანკი - 2024 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა

03.05.2024 | 17:08 ნახვები: 259

2024 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მარტის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია თებერვალში 2.4%-მდე შემცირდა“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, იანვარში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 15.9%-ით გაიზარდა.

„უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პპ-ით შემცირდა და 49.8% შეადგინა. იანვარში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პპ-ით შემცირდა და 44.7%-ს გაუტოლდა“, – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

რაც შეეხება სააგრეო სექტორს, სებ-ის მონაცემებით, იანვარში საქონლის იმპორტი წლიურად 10.1%-ით შემცირდა.

„საქონლის იმპორტის კლება უმეტესად შუალედური სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. სამომხმარებლო და საინვესტიციო საქონელის იმპორტმა კი ზომიერად დაიკლო.

იანვარში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 26.2%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად შუალედური სახის საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, ხოლო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტმა მცირედით მოიმატა. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 156.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა