ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გამართა
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M
Ukrainian air defenses intercept 21 out of 34 enemy missiles overnight
Two Russian missile carriers armed with eight Kalibrs remaining in Black Sea
Enemy shells four DTEK TPPs, casualties reported

ეროვნული ბანკი - იანვარში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა

03.06.2024 | 11:41 ნახვები: 297

იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 40.8%-ით დაიკლო და 263.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.5%-ით, 25.9 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.

„იანვარში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 75%-ით, 68 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, თუმცა მაღალი ტემპით, 32.9%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები ზომიერად, 7.4-%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (4.7%-იანი მატება). კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. იანვარში რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 39.8%-ით და 2.9%-ით. აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია. იანვარში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები – 39.2%-ით, რუსეთი – 25.7%-ითა და აშშ – 14.4%-ით წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა