ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გამართა
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M
Ukrainian air defenses intercept 21 out of 34 enemy missiles overnight
Two Russian missile carriers armed with eight Kalibrs remaining in Black Sea
Enemy shells four DTEK TPPs, casualties reported

უკრანის საჰაერო ძალებმა რუსეთის ყველა დრონი ჩამოაგდეს

03.26.2024 | 10:37 ნახვები: 253

რუსული ძალები წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლებიც ოკუპირებული ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა შეტევა ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა, ასევე S-300 ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტა დონეცკის მიმართულებით გაუშვა“, - ციტირებს მედია უკრაინის საჰაერო ძალების სარდალს, ნიკოლაი ოლეშჩუკს.

მისი ინფორმაციით, საჰაერო შეტევა თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მიკოლაივისა და ხარკოვის ოლქებში მოიგერიეს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ოლქის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის სულ მცირე რვა დრონი ჩამოაგდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა