ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გამართა
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M
Ukrainian air defenses intercept 21 out of 34 enemy missiles overnight
Two Russian missile carriers armed with eight Kalibrs remaining in Black Sea
Enemy shells four DTEK TPPs, casualties reported

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინისთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა

03.26.2024 | 10:48 ნახვები: 239

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრალდებები მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინისთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა.

„დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ესაუბრა და ამას ისევ ტელევიზიით აჩვენებდნენ. ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა, თუმცა ზუსტად ის არის, ვინც ტერორით იკვებება უკვე ორი ათწლეულის განმავლობაში. სწორედ ის არის ტერორის ყველაზე დიდი ფანჯარა. ის და მისი დაზვერვის სამსახური. ის როცა წავა, ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა, სხვა არავისი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მუშაობს რუსული დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად და აღნიშნა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა მათთვის, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც თუ ადამიანები უხერხულად გრძნობენ თავს სხვებისთვის დახმარების თხოვნით, მათ უნდა მიაქციონ ყურადღება, მხარი დაუჭირონ და არ დატოვონ ადამიანები სირთულეებთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა