ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გამართა
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M
Ukrainian air defenses intercept 21 out of 34 enemy missiles overnight
Two Russian missile carriers armed with eight Kalibrs remaining in Black Sea
Enemy shells four DTEK TPPs, casualties reported

ეროვნული ბანკი - თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 402 მილიონი ლარით გაიზარდა

03.26.2024 | 11:31 ნახვები: 315

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 353.94 მლნ ლარით, ანუ 0.68%-ით გაიზარდა და თებერვლის ბოლოს 52.24 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 402.67 მლნ ლარით, ანუ 1.40%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 48.73 მლნ ლარით, ანუ 0.21%-ით შემცირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.64 მლრდ ლარის, რაც წინა თვესთან შედარებით 0.98%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 14.46 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 0.35%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის თებერვლის განმავლობაში 0.82%-ით, ანუ 222.80 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 27.38 მლრდ ლარი შეადგინა. 2024 წლის თებერვლის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.74 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.40 პროცენტული პუნქტით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა