ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გამართა
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M
Ukrainian air defenses intercept 21 out of 34 enemy missiles overnight
Two Russian missile carriers armed with eight Kalibrs remaining in Black Sea
Enemy shells four DTEK TPPs, casualties reported

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტებმა მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი მხარდაჭერა

03.26.2024 | 17:59 ნახვები: 271

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების (COSAC) ფორმატში გამართული მე-17 პლენარული სხდომის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტებმა დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერაზეა საუბარი.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, COSAC მხარს უჭერს გაფართოების პროცესს, როგორც გეოსტრატეგიულ ინვესტიციას მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

„COSAC-ი მიესალმება კომისიის მიერ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის შესახებ ინიციატივის დასრულებას, რომელიც საბჭოს მიერ დამტკიცება და მოუწოდებს საქართველოსთან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მუშაობის დაწყებისკენ, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად. იგი მოუწოდებს წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის დახმარებით გააძლიერონ რეფორმებისთვის ძალისხმევა, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში. ამავდროულად, უნდა განხორციელდეს აუცილებელი რეფორმები, რაც გაფართოებულ ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს გააგრძელოს ეფექტიანად ფუნქციონირება, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, COSAC-ი კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც უკრაინის ბუნებითი უფლებისადმი, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.

„COSAC -ი კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი, ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პაკეტში ასახული პირობების შესრულების შესაბამისად. COSAC-ი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერას, გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა