იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი

04.15.2024 | 11:35 ნახვები: 237

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რომელიც რამდენიმე თვეა დაბლოკილია.

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან (RND) ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების გაწევის შემდგომი დაგვიანება „დააზარალებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ატლანტიკურ ალიანსს“.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს „მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის“ მხარდაჭერას და ევროკავშირმა ამ საკითხში ერთიანობა უნდა გამოავლინოს.

„ავტოკრატიები მთელს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდებიან. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სწორი გზავნილი, მათ შორის სხვა ტერიტორიებზე სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად,” - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა