არსებული ინფორმაციით, რუსთაველზე, ამერიკელ იურისტს ტედ ჯონასს, ფიზიკურად გაუსწორდნენ
კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს ["ოცნების"] ხელისუფლებამ
ლევან ხაბეიშვილი - ბატონო ბიძინა, შემომხედეთ! თქვენ დაარტყით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს - არა უშავს, კლინიკიდან უფრო სიმპათიური გამოვალ
რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით კიდევ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა
ხვალ, 12 საათიდან დავიძვრებით ბათუმიდან, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში - საგანგებო განცხადება
აქციაზე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს - ის სასტიკად ნაცემია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის ფონზე, ჯანდაცვა აცხადებს, რომ ჰოსპიტალიზებულია 3 სამართალდამცველი
აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა - გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და ავტობუსების გამოყენებით არის ჩახერგილი

საფრანგეთის ელჩი - საქართველოს შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს, ჩვენ და სხვა მეგობრები ვეუბნებით, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს

04.16.2024 | 16:45 ნახვები: 266

საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს, ჩვენ და ასევე საქართველოს სხვა მეგობრები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მისი გაწევრიანება, ვეუბნებით საქართველოს, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს.

„საქართველო არის სუვერენული ქვეყანა. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და საქართველოს შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს. რისი თქმაც შემიძლია, როგორც საფრანგეთის მთავრობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელს, არის ის, რომ საქართველოს მივესალმებით ევროკავშირის ოჯახში. ჩვენ და ასევე საქართველოს სხვა მეგობრები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მისი გაწევრიანება, ვეუბნებით საქართველოს, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ასე რომ, გადაწყვეტილება საქართველოს მისაღებია. როგორც აღვნიშნე, კანონპროექტი საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს, ჩვენ არ ვართ ის, ვინც კანონების შესახებ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს“, – განაცხადა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა