კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ბატონო ბიძინა, შემომხედეთ! თქვენ დაარტყით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს - არა უშავს, კლინიკიდან უფრო სიმპათიური გამოვალ

ნახვები: 568 ლევან ხაბეიშვილი - ბატონო ბიძინა, შემომხედეთ! თქვენ დაარტყით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს - არა უშავს, კლინიკიდან უფრო სიმპათიური გამოვალ

თვალის ტკივილიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის, - ამის შესახებ განცხადებას ვიდეომიმართვის სახით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს, რომელიც დაზიანებების მიღების შემდეგ ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ხაბეიშვილის თქმით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

"არაფერი არ მტკივა - თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის, ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს!

ბატონო ბიძინა, შემომხედეთ. თქვენ დაარტყით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. არა უშავს. უფრო სიმპათიური გამოვალ აქედან“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა. ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მოხდა მიზანმიმართულად.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა