General Staff: 121 combat clashes on front lines in past day
Armenia agrees on cooperation program with NATO for 2024
After Russian attack on Odesa, Ambassador Brink emphasizes importance of strengthening Ukraine's air defense
Strike on Odesa injures 14 people, RMA shows aftermath
Polish EU Presidency to focus on Ukraine's reconstruction and European integration - Duda
U.S. imposes new sanctions on Russia and countries helping it produce weapons
Zelensky: Ukraine is preparing seven more security agreements with partners
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო

მეთიუ მილერი - გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო

04.17.2024 | 01:06 ნახვები: 245

გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო, წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ის ჯერ კიდევ კანონპროექტად რჩება. და ამას წინათ, როდესაც ეს კანონპროექტი წარდგენილი იყო, ვნახეთ, რომ მან საკმაოდ წინ წაიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცა. ასე რომ, არა მგონია, რომ ამ მომენტში პროგნოზირება შეგვეძლოს, თუ რა მოხდება, მაგრამ გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო.

რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას მსოფლიოში, რა თქმა უნდა, აშშ მხარს უჭერს მსოფლიოში ყველას გამოხატვის თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას…

რაც შეეხება [აშშ-ის] შესაძლო ნაბიჯებს, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის ასე - ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ”, - განაცხადა მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა