"ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს" - სალივანი
შსს - უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ უკანონოდ მოიპოვეს და კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს
ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს
სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის მამას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა
"ქართული ოცნება" ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს
კონგრესმენები კობახიძეს - მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი
რატი ამაღლობელი - გამთენიამდე სახლთან მოაწყვეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით - ვარ მტკიცე როგორც არასდროს!

ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!

04.24.2024 | 18:01 ნახვები: 257

მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის მე-8 დაწესებულების დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლემ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით. პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო [მოსამართლემ] , - აღნიშნა ლაზარე გრიგორიადისმა.

მისივე შეფასებით, „რუსული კანონი“ ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება, რომ ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ.

კითხვაზე მიმართავს თუ არა ის ახალგაზრდებს, ლაზარემ აღნიშნა, რომ ისინი ისედაც აქტიურები არიან აქციაზე.

გრიგორიადისმა საპატიმროში მისდამი მოპყრობაზეც ისაუბრა.

„რუსული კანონი ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება, რომ ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ. მე მგონი, ახალგაზრდებს მიმართვა არ სჭირდებათ, ისედაც აქტიურები არიან. ადმინისტრაციის მხრიდან ნორმალური [მოპყრობა იყო], ბევრი პრობლემა არის ციხეშიც. რაც შეეხება შეწყალებას, შოკში ვიყავი, ერთადერთი რაც გავიგე, რომ „მე ის შევიწყალეო“ და მაგის მერე არ მახსოვს არაფერი, ძალიან ემოციური იყო“,- განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა.

ის მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ის პოლიციელები მიიყვანეს, რომლებსაც აქტივისტები არ დაუკავებიათ.

„როგორც აქციებზე ხდება, საერთოდ სხვა პოლიციელები მოჰყავთ, რომლებმაც აქტივისტები არ დააკავეს, იგივე სიტუაცია იყო მანდაც, მგონია, რომ დასმული, პოლიტიზებული პოლიციელები მოიყვანეს სასამართლოზე“,- განაცხადა გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

მსჯავრდებულს ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ.

ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, მსჯავრდებულმა გლდანის ციხე დატოვა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატებმა დღეს ჩაიბარეს, რომელიც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა