ანა ნაცვლიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს
„საქსტატი“ - იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.1%-ით ნაკლებია
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
BBC - ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს, საპრეზიდენტო არჩევნები კი 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს
Russia loses warship, 1,400 military personnel in past day
Russia keeps imposing propaganda, disinfo on residents of occupied areas - watchdog
Ukrainian guards hit Russian drone operators’ base near Vovchansk

ლელა ჯეჯელავა: „ოცნება" ისე იქცევა, არჩევნებამდე ვერ მიაღწევს

05.09.2024 | 12:12 ნახვები: 841

 "როგორ უნდა დაღალონ ეს სუფთა, დღემდე პოლიტიკით შეურყვნელი ახალგაზრდები პარტიიდან პარტიაში გადამხტარმა, პოლიტიკურ პროცესებში გაცვეთილმა და სრულიად ამორტიზებულმა პერსონებმა?!"

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა პასუხობს.

- ქალბატონო ლელა, რა დაემართა „ქართულ ოცნებას"? რა ბაზებს ქმნიან, რა სიებს ადგენენ, საერთოდ რა უნდათ?

- ეს არის აგონიაში მყოფი „ქართული ოცნების“ მორიგი მცდელობა რეანიმაციისა, რომ დააშინონ ადამიანები. ახლა ფიქრობენ, რომ თუ პოლიტსაბჭოს შედგენილ სიებში ვინმე საკუთარ თავს ამოიკითხავს, შიშით გული გაუსკდება. მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რა ბრძოლაში შევიდნენ. რეალურად მათ თვითონ ჩაუხერგეს საკუთარ თავს გზები. მიდიან ვა ბანკზე და აქედანაც დახვდებათ ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა და გაცილებით უფრო მოტივირებული! აქეთ დგას იდეა, ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნებისა და მათ მხარეს არის ერთადერთი რამ, ეს არის ჟინი ძალაუფლების შენარჩუნებისა. ამას თუ ავწონით, აბსოლუტურად არა თანაზომადი ღირებულებებია.

- რას ნიშნავდა პაპუაშვილის განცხადება? რეპრესიებს? ზეწოლას? საკუთარი მომხრეების კონტროლსაც ხომ არ იწყებენ?

- ყველა სიმპტომია იმისა, რომ სისტემაში ბიაზი უკვე გამსკდარია და, უბრალოდ, ახლა უნდა ველოდოთ ჩვენ მათ ცვენას, ვისაც ყნოსვა არ ღალატობს. როგორც ჩანს, უფრო პრევენციული ზომებია, თორემ ჩვენი სიების შედგენას რა აზრი აქვს?! როდის დავიმალეთ, როდის ვთქვით უარი საკუთარი აზრის დაფიქსირებაზე.

- შეიძლება ითქვას, რომ რეპრესიები დააანონსეს? ეს კაგებეშნიკური მეთოდია? 37 წელი ბრუნდება?

- ახალ თაობას არა, მაგრამ ჩვენ ხომ ეს ნანახი გვაქვს?! ეს, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის გამოსვლა უფრო იყო, ვიდრე დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის. იმათაც ხომ ძალიან ცუდად დაამთავრეს. არ ვიცი, რაზე ფიქრობენ. ეჭვი მაქვს, რომ მოშეს გაშვების შემდეგ, პირდაპირ კიმ ჩეინის პიარი ჰყავთ მოწვეული.

- გაექცათ მოშე? ვეღარ გაუძლო?

- ჩემი აზრით, მოშემ ჩათვალა, რომ ესენი ძალიან უნუგეშოდ იყვნენ და არ უღირდა თავის პროფესიული რეპუტაციის შელახვად. ამიტომ მიჩნდება ეჭვი, რომ კიმ ჩეინის პიარი ჰყავთ მოწვეული. სხვა ასეთ რჩევებს არ მისცემდა. რაც არის, ეს არის, ჩვენ კომპარტიასთანაც და საბჭოთა კავშირთანაც ნაბრძოლი თაობა ვართ და გამოცდილების გაზიარება, ჩვენი ახალი თაობისთვის ნამდვილად არ დაგვეზარება.

- ყველა ზღვარი გადალახეს, რა შეიძლება იყოს კიდევ?

-  რეპრესიები, შესაძლოა, მსხვერპლიც, ყველაფერი შეიძლება იყოს.

- მსხვერპლი ახსენეთ და ახლა სუსი ალაპარაკდა, რომ პროვოკაცია იგეგმება. ოპოზიციას მსხვერპლი სჭირდება და ასე შემდეგ.

- დაიწვას სუს-ის ინფორმაციები, თუ ღმერთი გწამთ ერთი. მერამდენე გადატრიალებაზე აქვს სუს-ს ინფორმაცია?! მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. ასეთი ამბები რომ ხელისუფლების დასასრულით სრულდება, სადაც არ უნდა იყოს, რომელ გეოგრაფიულ სივრცეშიც და რომელ ასტრონომიულ მოცემულობაში, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. რესურსი კრეატიულობისა როგორი აქვთ, კარგად ჩანს. ხმოვანი ტროლები შექმნეს უკვე.

- რას ნიშნავს ეს დარეკვები და უხამსი სიტყვებით გინება? რის მიღწევას ცდილობენ?

- გასულები არიან უკვე. მთელი პარტია ბრუნავს გენიტალიების გარშემო და ამის გარშემო აქვთ აწყობილი მთელი პოლიტიკა. რატომ გიკვირთ, რომ ეს იქნება?! მე არ მიკვირს. მცდელობა აქვთ ძალაუფლების შენარჩუნების, მაგრამ ამას ცდილობენ აბსოლუტურად არასწორი მეთოდებით. ამათ რომ ოდნავ მაინც ჰქონოდათ მგრძნობელობა იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი იმ სიტყვას კი არ იტყოდა 29 აპრილს, რაც თქვა. არამედ ის მიმართავდა ახალგაზრდებს და სულ სხვა რამეს ეტყოდა. ეტყოდა, რომ ზრუნავს ქვეყნის იმიჯზე, მის განვითარებაზე, იმაზე, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს ევროინტეგრაცია, რომ ის დიდ იმედს ამყარებს ახალგაზრდობაზე, მათი როლი ძალიან დიდი უნდა იყოს ამ პროცესებში და ასე შემდეგ. მან კი რა ქნა? აბსოლუტურად პირიქით მოიქცა და ცეცხლზე ნავთი დაასხა. დღესაც იგივეს აკეთებენ. ასე ცეცხლზე ნავთს რომ ასხამ და ასხამ, შედეგი არის ერთი - ჩნდება ხანძარი!

- ივანიშვილს პროცესების შეგრძნების უნარი აღარ აქვს?

- ნამდვილად არა აქვს. შეგრძნების უნარი რომ ჰქონდეთ, ასე მოიქცეოდნენ?!

- მე კარგი პოლიტიკოსი ვარ და საკმაოდ კარგ სვლებს ვაკეთებო. ასე გვითხრა ბრძენმა კაცმა...

- მართალი გითხრათ, მის განცხადებებზე არ მინდა რაიმე შეფასებების გაკეთება, იმიტომ, რომ როდესაც მე ვხედავ რაიმე ტიპის ჯანმრთელობის პრობლემას, იქ სრულიად სხვა დამოკიდებულება მიჩნდება და ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული კომენტარებისას.

- ასე რთულადაა საქმე?

- დიახ, ასეა საქმე ნამდვილად. ამიტომ ივანიშვილის განცხადებები უნდა დავტოვოთ კომენტარს მიღმა. დანარჩენებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ემსხვერპლონ ერთი ადამიანის პრობლემებს, ეს მათი არჩევანია. ჩვენ არ ვაპირებთ რომ ქვეყანა ვამსხვერპლოთ.

- 13 მაისს მიიღებენ მესამე მოსმენითაც, რა იქნება მერე? გაჩერდება ეს საპროტესტო ტალღა? ვისმენთ შეფასებებს, რომ მათი მიზანია დაღალონ ახალგაზრდობა, ოპოზიციური ამომრჩეველი ოქტომბრამდე და შემდეგ საკუთარი სცენარი აამოქმედონ. ამაზე რას იტყვით?

-  როგორ უნდა დაღალონ ეს სუფთა, დღემდე პოლიტიკით შეურყვნელი  ახალგაზრდები პარტიიდან პარტიაში გადამხტარმა, პოლიტიკურ პროცესებში გაცვეთილმა და სრულიად ამორტიზებულმა პერსონებმა?! რანაირად უნდა დაღალონ?! ხომ გვაჩვენა 28 აპრილმა, შემდეგ 29 აპრილმა და აღდგომის ღამემ, რომ სრულიად არა თანაზომადია ის ენერგეტიკა, რომელიც არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს. გარდა ამისა, იდეის გარეშე არც ერთი მუხტი არ ნარჩუნდება. ახლა შეხედეთ კრეატიულობას აქეთ მხარეს ახალგაზრდობისას  და მერე იქით მხარეს, რაც ხდება. ანუ შემოქმედებითი პოტენციალი სად არის, ამას ხომ შეუიარაღებელი თვალითაც ხედავს ადამიანი?! სხვაგვარად როგორ ავხსნა აბსოლუტურად არათანაზომადი ორი მხარის დაპირისპირება. ეს ძალიან თვალსაჩინოა. როგორც დასრულდება, ისიც ყველამ ვიცით. ამათ კი არა, ირანს მოუწია ახალგაზრდების წინაშე უკან დახევა. ათი ათასობით ადამიანი შეყარეს ციხეში, სიკვდილითაც დასაჯეს, მაგრამ პროცესი არ გაჩერდა, მუხტი არ შენელდა და იძულებულები გახდნენ, ყველა გამოეშვათ. თუ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე არ იციან, გაიხედონ, გარეთ რა ხდება.

- კალაძემ და მდინარაძემ ახალი სლოგანი გამოაცხეს, არა რუსულ კანონსო და ხომ არ იცით, რომელ რუსულ კანონს აპროტესტებენ?

- არ ვიცი. ვერ გეტყვით, რომელ რუსულ კანონს უპირისპირდებიან. ისე, ცოტა მეტი ძალა დაატანონ თავს, აჯობებს. რუსული დროშის ფერებში რომ გამოგვიცხვეს ქარდები, თქვენ არ ინერვიულოთო, რუსეთს ეუბნებიან? მაინც თქვენიანები ვართ და ასე გვჭირდება ახლაო?! კარგით რა, თუ ბუნებაში არ არსებობს რუსული კანონი, რომელ რუსულ კანონს აპროტესტებენ, ძალიან მაინტერესებს?! რუსულ სტილში რომ ლაპარაკობენ, სუვერენული ქვეყანა ვართ და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამ ქვეყნის საშინაო საქმეებშიო და განგვიხილონ როგორც თანასწორებიო. რატომ უნდა განგვიხილონ როგორც თანასწორები, ძალიან მაინტერესებს? ჩვენც ისეთივე წვლილი შეგვაქვს თანამედროვე მსოფლიოს განვითარებაში? ჩვენს კისერზე ზის ვინმე, ვინმეს ჩვენი ვალი აქვს, თუ რა ნიშნით ვართ თანასწორები, ძალიან მაინტერესებს! ვის ვეწელებით, რომ ვეწელებით?! ძალიან კომიკურ მდგომარეობაში რომ არიან, ამას მაინც გაუწიონ ანგარიში.

- კანონს მიიღებენ მესამე მოსმენითაც და რა იქნება მერე?

- მესამე კი არა, მეოთხე მოსმენაც რომ დაამატონ, მერე იქნება ის, რაც იქნება! მერე აღარ იქნება „ქართული ოცნება“! არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ არჩევნებამდე! არჩევნები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა გაიმართოს და გაიმართება ეს „ქართული ოცნების“ მონაწილეობით თუ  არმონაწილეობით, ეს „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული!

- ანუ, შესაძლოა „ოცნება“ ვერ მივიდეს არჩევნებამდე?

- ისე იქცევა, რომ დიდი ეჭვი მაქვს, შესაძლოა ვერა!

ნონა ცაბაძე

„ახალი თაობა“

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა