კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ
ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?

კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება

ნახვები: 206 კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება

 

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის საკითხი განიხილა, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებასა და ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას უნდა შეუწყოს ხელი. ამის შესახებ კუშნერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, მომავალ კვირას აბუ-დაბიში აშშ, უკრაინა და რუსეთი თებერვლის შემდეგ პირველ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ.

კუშნერის განცხადებით, ვაშინგტონი ევროპული უსაფრთხოების ახალი ჩარჩოს ფარგლებში ხუთ ძირითად მიმართულებაზე მუშაობს: უსაფრთხოების საკითხებზე მუდმივი კონსულტაციების მექანიზმზე, კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციის საიმედო არხებზე, სამხედრო სფეროში გამჭვირვალობის გაზრდაზე, ესკალაციის რისკების შემცირების ორმხრივ ზომებსა და ევროპის უსაფრთხოების გრძელვადიან სისტემაზე.

მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებას.

„თითოეული ქვეყანა შეინარჩუნებს უფლებამოსილებას საკუთარ უსაფრთხოებასა და ალიანსებზე და არცერთ ქვეყანას არ ექნება ვეტოს უფლება სხვის სუვერენულ არჩევანზე. ნატო დარჩება ევროპის კოლექტიური თავდაცვის ცენტრალურ როლში“, – აცხადებს კუშნერი.

მისივე განმარტებით, კონსულტაციები გაგრძელდება უკრაინასთან, ნატოსთან, ევროკავშირსა და ევროპელ პარტნიორებთან, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში პროცესში რუსეთიც იქნება ჩართული.

კუშნერი აღნიშნავს, რომ ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების მდგრადი სისტემის შექმნის მცდელობები 30 წელზე მეტია უშედეგოდ მიმდინარეობს. მისი შეფასებით, დაგროვილი უნდობლობა და ურთიერთსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ინტერესები შეთანხმების მიღწევას ართულებს.

„ჩვენი მიზანია ისეთი პრაქტიკული მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უპასუხებს ყველა მხარის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას, შეამცირებს მომავალი კონფლიქტის რისკს და შექმნის უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოს“, – წერს კუშნერი.

მისი განცხადებით, აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგად პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, აშშ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უფრო ფართო, მრავალმხრივ ფორმატზე გადასვლას შეეცდება.

„სათანადო სტრუქტურის შექმნა გადამწყვეტი იქნება ამ ომის დასასრულებლად და კონფლიქტიდან ისეთი პირობებისკენ გადასასვლელად, რომლებიც ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას იძლევა“, – აღნიშნავს კუშნერი.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები რთული და დეტალებზე ორიენტირებული პროცესია, თუმცა ვაშინგტონი ყველა მხარესთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინაში ომის დასრულებისა და ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეთანხმებას მიაღწიოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა