აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან პირადი შეხვედრის შემდეგ, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ხედავს.
ტრამპის თქმით, დმიტრიევს თეთრ სახლში, პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებული ღონისძიების შემდეგ შეხვდა. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლო შეთანხმება მხოლოდ უკრაინას არ შეეხება და მასში შესაძლოა მთელი ევროპაც იყოს ჩართული.
„ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრე. უბრალოდ გეტყვით, რომ შეთანხმება იქნება, დიდი შეთანხმება იქნება და მასში უკრაინაზე მეტი მხარე იქნება ჩართული. შეიძლება მასში მთელი ევროპაც კი იყოს ჩართული. ეს იქნება დიდი და შესანიშნავი შეთანხმება, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინაში ომის დასრულების საკითხი გადაწყვეტასთან ახლოსაა, თუმცა შესაძლო შეთანხმების პირობებსა და ვადებზე მას დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.