ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ
ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს

პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

ნახვები: 205 პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიციატივას „ფარსს“ უწოდებს და აცხადებს, რომ თანამდებობიდან მისი ჩამოშორების მცდელობებს არ დაემორჩილება. ჰეგსეთი ირანის წინააღმდეგ ომს „მამაცურ და ისტორიულ“ მოვლენად აფასებს.

„ხედავთ, ისინი მე მესხმიან თავს – ჩვენ გვესხმიან თავს – რადგან ეფექტურად ვმუშაობთ. ეს არ გამოუვათ. ჩვენ უკან არ დავიხევთ“, – განაცხადა ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, იმპიჩმენტის მცდელობა პოლიტიკური ანგარიშსწორების ნაწილია. ჰეგსეთმა გაიხსენა, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც ორჯერ იყო იმპიჩმენტის პროცესი ინიციირებული.

„ეს ყველაფერი პიროვნული განადგურების პოლიტიკას უკავშირდება. ეს არ გამოვიდა პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოვა. ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის ერთ-ერთ მიზეზად ირანის წინააღმდეგ ომით გამოწვეული ამომრჩეველთა უკმაყოფილება დაასახელეს.

ამასთან, ტრამპმა, საკადრო ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ჰეგსეთი შეაქო და განაცხადა, რომ მან „ფანტასტიკური სამუშაო გასწია“. პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა, რომ ჰეგსეთის მიმართ არსებული წინააღმდეგობა გენერლების თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა