აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ, თანამდებობის დატოვებას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, რუბიომ თანამდებობიდან შესაძლო წასვლის საკითხი თეთრი სახლის წარმომადგენლებთან უკვე განიხილა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა დილან ჯონსონმა Bloomberg-თან საუბრისას ცნობებს „უსაფუძვლო გამოგონილი ამბავი“ უწოდა.