მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“

ნახვები: 171 მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას გეგმავს. მისი განცხადებით, პრეზიდენტის გუნდში მუშაობის გაგრძელებას უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აპირებს. ამის შესახებ რუბიომ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“, – აღნიშნა რუბიომ თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ცნობების საპასუხოდ.

„მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ, თანაც, ყოველთვის მეცინება, როცა ამბობენ, ის სამსახურს დატოვებსო. მე კი ვეკითხები: „რომელს?“ – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

რუბიო, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანამდებობასთან ერთად პრეზიდენტის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე საუბარსაც მოერიდა. მან არ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

„2028 წელზე, უბრალოდ, აღარ ვისაუბრებ“, – აღნიშნა მან.

ამასთან, რუბიომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებები დაიცვა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი პატივისცემას იმსახურებს ისეთი ნაბიჯების გადადგმისთვის, რომლებიც შესაძლოა ამომრჩევლებში პოპულარული არ იყოს, თუმცა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებისთვის აუცილებელია.

„საბოლოო ჯამში, ლიდერობის ფასი სწორედ ეს არის – მზადყოფნა, გააკეთო ისეთი რამ, რაც, შესაძლოა, პოლიტიკურად პოპულარული ან ხელსაყრელი არ იყოს, მაგრამ აუცილებელია შენი ქვეყნისა და მისი გრძელვადიანი მომავლისთვის“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა