პარლამენტთან აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ
სახალხო დამცველი შსს- ს მოუწოდებს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები
საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს
სპეცრაზმელებმა და ნიღბიანი პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს
პარლამენტის წინ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
შსს აქციის მონაწილეებს მორიგი განცხადებით აფრთხილებს
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

შსს - პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა

04.29.2024 | 00:09 ნახვები: 262

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

მათივე განცხადებით, აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს.

„მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა