პარლამენტთან აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ
სახალხო დამცველი შსს- ს მოუწოდებს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები
საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს
სპეცრაზმელებმა და ნიღბიანი პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს
პარლამენტის წინ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
შსს აქციის მონაწილეებს მორიგი განცხადებით აფრთხილებს
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ნინო ლომჯარია - რა "არასანქცირებული" მიტინგი? - ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს

04.29.2024 | 01:18 ნახვები: 299

რა "არასანქცირებული" მიტინგი? - ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს ტექსტი, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც თბილისის მერიის პარლამენტის შენობასთან მყოფ აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, საქართველოს კანონმდებლობა შეკრების ნებართვას საერთოდ არ ითვალისწინებს. „რა “არასანქცირებული” მიტინგი?, საქართველოს კანონმდებლობა შეკრების ნებართვას საერთოდ არ ითვალისწინებს. “несанкционированный митинг”- ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს ტექსტი „,- წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, თბილისის მერია პარლამენტის შენობასთან მყოფ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ "თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა". მერიის განცხადებით, აქციის იმ მონაწილეების, შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა