პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და დამტკიცებას დღეს გეგმავს
ჯიმ ო ბრაიენი საქართველოშია
პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა
დღეს დუმილი სირცხვილია! - ბათუმის #2 საჯარო სკოლის თვითმართველობა

ეკა მიშველაძე - პოლიციამ დამირეკა და მითხრა, რომ ალექსი პეტრიაშვილი დიღომში ჰყავთ გადაყვანილი

04.29.2024 | 01:57 ნახვები: 335

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მისი მეუღლე ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, დიღომში დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც მიშველაძე აცხადებს, ელოდება მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და ადვოკატის შესვლას, რის შემდეგაც ექნება ინფორმაცია მისი მდგოამრეობის შესახებ.

მისი შეფასებით, პეტრიაშვილის დაკავება იყო უკანონო.

„უცნობი ნომრიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ უსაფრთხოდ არის, თქვეს განვარიდეთ ტერიტორიასო. მაშინვე მივხვდი, რომ პოლიციელი იყო და ამის შემდეგ დავუკავშირდი სახალხო დამცველს. რამდენიმე წუთის წინ დამირეკა თავად პოლიციამ და მითხრეს, რომ დიღომში ჰყავთ გადაყვანილი. ამ ეტაპზე, დანარჩენი არ ვიცი. ველოდები ადვოკატების და სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლას. გავიგებთ, როგორია მისი მდგომარეობა.

ეს არის უკანონო დაკავება და საერთოდ ყველაფერი, რასაც პოლიცია აკეთებდა, ეს არის უკანონობა, ღალატი მონობა და ყველანი ესენია არიან რუსი პოლიციელები. დროშიან ახალგაზრდებს უნდოდათ სცენაზე დროშის 2-ჯერ გაქნევა და ამაზე ამხელა ამბავი რა საჭირო იყო, ვერ ვხვდები.

ეს ყველაფერი გამიზნულია ადამიანების დაშინების, დაშანტაჟების მიზნით. ვერავინ შეგვაშინებს, ვერც დაჭერით, ვერც ვერაფრით“,- განაცხადა მიშველაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. შსს-ს განმარტებით, ალექსი პეტრიაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა