„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და დამტკიცებას დღეს გეგმავს
ჯიმ ო ბრაიენი საქართველოშია
პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა
დღეს დუმილი სირცხვილია! - ბათუმის #2 საჯარო სკოლის თვითმართველობა
ვედანტ პატელი - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა გააგრძელოს - მისი ამჟამინდელი აქტივობა გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება
USAID-ის ხელმძღვანელი - ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ჩაახშობს
არმაზ ახვლედიანი - მოვუწოდებ ოპოზიციონერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო - რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვითხოვთ და მივაღწევთ მთავრობის გადადგომას
პრემიერი - იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა

პარლამენტში 29 აპრილს მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები - არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან დაიშვებიან, საკანონმდებლო ორგანოში სხვა მედიასაშუალებები კანონპროექტის მეორე მოსმენაზეც ვერ შევლენ

04.29.2024 | 03:06 ნახვები: 262

საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს, მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები - არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან დაიშვებიან, ხოლო სხვა მედიასაშუალებები საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის მეორე მოსმენაზეც ვერ შევლენ.

საქართველოს პარლამენტი 29 აპრილს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - წერია განცხადებაში.

29 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განიხილავს. როგორც ცნობილია, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში 15 აპრილს დაიწყო, პირველი განხილვის პერიოდშიც პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი მოქმედებდა - შენობაში დაიშვებოდნენ მხოლოდ ტელემედიის აკრედიტებული ჟურნალისტები, სხვა მედიას კი საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება არ ჰქონდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა