"Within days, if not sooner": Pentagon on when Ukraine to receive the first batches of armaments
Washington encourages Berlin to send long-range missiles to Kyiv - media
China must stop siding with Russia if it seeks rapprochement with West - Stoltenberg
War update: 114 combat clashes along Ukrainian frontlines
U.S. readying new $6B security aid package for Ukraine - media
რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია
აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების მიზნით კონტრაქტებს ამზადებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში - არის მსხვერპლი

01.15.2021 | 10:31 ნახვები: 239

ინდონეზიაში, სულავესის კუნძულზე, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია ასობით მოქალაქე, დანგრეულია შენობები. მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაჯენთან ახლოს მიწისქვეშ ათი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

სტიქიის შედეგად მაჯენში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 637 კი - დაშავდა. სამი ადამიანი კი, მეზობელ მამუჯუს რაიონში დაიღუპა. მიწისძვრის გამო კუნძულს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს დანგრეული შენობები და პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა. ერთ-ერთ ვიდეოში მამაკაცი ადამიანებს ნანგრევებში მოყოლილი შვილების გადარჩენაში დახმარებას სთხოვს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა