"Within days, if not sooner": Pentagon on when Ukraine to receive the first batches of armaments
Washington encourages Berlin to send long-range missiles to Kyiv - media
China must stop siding with Russia if it seeks rapprochement with West - Stoltenberg
War update: 114 combat clashes along Ukrainian frontlines
U.S. readying new $6B security aid package for Ukraine - media
რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია
აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების მიზნით კონტრაქტებს ამზადებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ფუჭი იმედები სტრასბურგიდან

01.22.2021 | 12:27 ნახვები: 799

 საქართველოში სტრასბურგის სასამართლოს დასკვნას ზეიმობენ. საყოველთაო აზრის თანახმად, ეს ქვეყნის დიდი გამარჯვებაა, რომელმაც 2008 წლის ომში რუსეთის დანაშაული კიდევ ერთხელ დაადასტურა. საუბარი იმაზეცაა, რომ შემდგომი ნაბიჯი ომის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის მოსკოვის მხრიდან კომპენსაციის გადახდა იქნება.
მოკლედ, მიიჩნევა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისაა და თბილისთან ჭიდილში მუდმივ მოსკოვის პოზიციებს მნიშვნელოვნად შეასუსტებს, თუმცა ვშიშობ, რომ ეს სიხარული და იმედები, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გადაჭარბებულია.

რუსეთის დადანაშაულებას ეთნოწმენდაში მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
პირველ რიგში, ის მოსკოვის საერთაშორისო პოზიციებს არ შეასუსტებს - რუსეთის მიდრეკილება ეთნიკური წმენდებისადმი უკვე კარგადაა ცნობილი მთელ მსოფლიოში და ამაში განსაკუთრებული სიახლე არაფერია.
საქართველოს ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ უნახავს იმის მზგავსი წმენდა, რაც რუსეთმა სირიაში ჩაატარა, სადაც მთელი რეგიონები დაიცალა, თანაც ეს ღიად და დაუფარავად მოხდა.
რეაქცია ამაზე ტრადიციული აღშფოთება-შეშფოთება იყო, რომელიც მოსკოვს დიდად არ ანაღვლებს.
მეტიც, მოსკოვს არათუ ერიდება ეთნიკური წმენდებს, არამედ, ეს მისი სახელმწიფი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომლის მთავარი არსიც მოწინაამღდეგის სრული, უპირობო, უკომპრომისო დამარცხება და დამცირებაა.
მსოფლიოსთვის ეს კარგადაა ცნობილი და ვინმესთვის განსაკუთრებული სიახლე არც სტრასბურგის გადაწყვეტილებაა.

ასე რომ, მორალური მხარე შეგვიძლია დავივიწყოთ - ზოგადად, დიდ პოლიტიკაში მორალი არ არსებობს, ყველაზე ნაკლებად კი ის რუსეთშია.
სტრასბურგის გადაწყვეტულებას პრაქტიკული მნიშვნელობაც არ აქვს - რუსეთი მის იურისდიქციას არ ცნობს და რომც ცნობდეს, არასდროს შეასრულებს იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც არ აწყობს.
რა თქმა უნდა, ჰიპოტეტურად შეგვიძლია დავუშვათ, რომ „ქართული ოცნება", მართლაც, გაბედავს რუსეთის წინაამღდეგ მორიგი სარჩელის შეიტანოს და ფინანსური კომპენსაცია მოითხოვოს.
დავუშვათ, რომ სასამართლო ჭკუიდან შეიშალა და ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა.

ისიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების არშესულების შემთხვევაში, მთელ მსოფლიოში რუსული აქტივების გაყინვა დაიწყება, როგორც ეს, წესით, უნდა ხდებოდეს, თუმცა ეს რეალურად არ მოხდება.
მესამე განსაკუთრებით ღიმილისმომღვრელია. რა თქმა უნდა, ევროპული და ამერიკული სასამართლო დამოუკიდებელია, თუმცა ის უჰაერო სივრცეში არ ცხოვრობს და პოლიტიკურ ფაქტორებს, ისევე როგორც ხელისუფლების აზრს, ითვალისწინებს.
თუ ვინმეს სჯერა, რომ დასავლეთი ქართველების ფინანსური კომპენსაციების გამო პუტინთან ურთიერთობებს გაიფუჭებს, მზად ვარ, გაგატაროთ...
რაც მთავარია, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ვერ შეიტანა და ვერც შეიტანდა სიცხადეს საკითხში - ბოლოს და ბოლოს, ვინ დაიწყო ომი?

დასავლეთსა და მსოფლიოში კი არა, დაზარალებულ ქვეყანაში, საქართველოშიც კი, ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობს და ქვეყანას მოღალატეები მართავენ, რომლებიც ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებენ!
სამწუხაროდ, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და პოზიცია არ შეიცვლება - ომის დაწყება ორივე მხარის ბრალია!
2008 წლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ბევრი ისეთი მოხდა, რასაც უცხოეთშიც და საქართველოშიც მცნება - „საქართველომ ომი დაიწყო" საბოლოოდ უნდა დაემარხა.
კერძოდ, ყირიმის ოკუპაცია და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში. 2014 წელს, კიევი ზუსტად ისე მოქმედებდა, როგორც დასავლელი პარტნიორები ურჩევდნენ და როგორც უნდა მოქცეულიყო თბილისი - „პროვოკაციებს არ აჰყვა".

ამის გამო საერთაშორისო საზოგადოებისგან დიდი ქება-დიდება დაიმსახურა, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ „ომის თავიდან აცილების" პოლიტიკა ვერაფერს იცილებს.
ყირიმში უკრაინელებს არათუ უსროლიათ, არამედ, ხელში ჯოხიც კი არ აუღიათ. „პუტინი არ გააბრაზოთ!"-ის წყალობით, მოსკოვმა ნახევარკუნძული ნაკაწრის გარეშე აიღო.
ამით არ გაჩერდა და ნელა-ნელა აღმოსავლეთ უკრაინის უსისხლო დაპყრობა დაიწყო. საბოლოოდ, როდესაც ცხადი გახდა, რომ „პროვოკაციების არაყოლა" და „პუტინის არგაბრაზება" კიევის თავზე რუსული დროშის აფრიალებით დასრულდებოდა, უკრაინამ გაისროლა.
წესით, ეს სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო დასავლეთის ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და ამაზრზენი დოკუმენტის - ე.წ. ტალიავინის დასკვნის უნიტაზში ჩასარეცხად.

საერთაშორისო არენაზე დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოსადმი მნიშვნელოვნად, მაგრამ მხოლოდ რიტორიკის დონეზე შეიცვალა. ოფიციალური პოზიცია კი ისევ „ორივე მხარეა დამნაშავე" რჩება.
სავარაუდოდ, ეს არც შეიცვლება. ევროპაც და აშშ-ც არ დაუშვებენ, რომ რუსეთი ცალსახად დაადანაშაულოს კიდევ ერთი ომის დაწყებაში - ეს მათ დამატებით ვალდებულებებს დააკისრებს, რომელთა თავის თავზე აღება დასავლეთს არ სურს.
ამიტომაც ძალაში „არც მწვადი და არც შამფური" დარჩება - ორივე მხარეა ერთნაირად დამნაშავე.
ამ მოცემულობაში სტრასბურგის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა არ აქვს და ვერც ექნება.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა