"Within days, if not sooner": Pentagon on when Ukraine to receive the first batches of armaments
Washington encourages Berlin to send long-range missiles to Kyiv - media
China must stop siding with Russia if it seeks rapprochement with West - Stoltenberg
War update: 114 combat clashes along Ukrainian frontlines
U.S. readying new $6B security aid package for Ukraine - media
რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია
აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების მიზნით კონტრაქტებს ამზადებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ამერიკელი სენატორებისა და ეკონგრესმებების ერთობლივი მიმართვა - ყველა პარტიამ პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს

02.24.2021 | 12:55 ნახვები: 332

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და კონგრესმენები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში, მისი დემოკრატი კოლეგა, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები - რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი და დემოკრატი ჯერი კონოლი.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში ძალადობრივი შეჭრის, მისი ლიდერის, ნიკა მელიასა და ათობით აქტივისტის დაპატიმრების შესახებ, სერიოზულად შემაშფოთებელია.

პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური გზისგან.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუას დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები აწარმოოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა