შსს - პოლიციას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია - თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის
მამუკა მდინარაძე - ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს სესიაზე, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
აქციის მონაწილეს რეზინის ტყვია თვალში მოარტყეს
მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საქართველოში რუსული დიქტატურის გაფორმება
სახალხო დამცველი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს
EU-ს ასპირანტი ქვეყანა ასე არ იქცევა, საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიას შორდება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
დარბევის შედეგად, "მთავარი არხის" ოპერატორი, ზუკა ჩხვირკია დაშავდა
დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება... ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე- პრეზიდენტის მიმართვა დემონსტრანტებს

„ივანიშვილის მოწმის სახით დაკითხვა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“ - პაატა სალია აქიმიძესა და დვალს პასუხობს

05.14.2021 | 16:20 ნახვები: 130

„სასამართლოზე ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ მოთხოვნა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება," - განაცხადა დღეს, 14 მაისს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ „რუსთავი 2"-ის ყოფილი დამფუძნებლების - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის კომენტირებისას.

"ორი პირი, უშუალო მონაწილე იმ პროცესებისა, როგორც აღწერენ ბატონი ჯარჯი და ბატონი დავითი, მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა, მათი როგორც მოწმის სახით დაკითხვაზე ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ. მესამე მოწმე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის დაკითხვაც მოითხოვა ბატონმა კოჟორიძემ, ამ შემთხვევაში ვვარაუდობთ, რომ ივანიშვილს შეიძლება ვიღაცისგან მიღებული ინფორმაცია ჰქონდეს, რაც არ ჯდება იმ სტანდარტში, რაც გულისხმობს მოწმის დაკითხვას.

დიდი დავალიანება დაგვხვდა როგორც ბიუჯეტის, ასევე კერძო კრედიტორების მიმართ. როცა შეფასდება "რუსთავი 2-ის" რეალური ღირებულება, რა თქმა უნდა, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რაც აქვს, თუ "რუსთავი 2-ის" ღირებულება შეფასდება 10 მილიონ დოლარად, მეორე მხარეს ექნება 90 მილიონი დოლარის შემოტანის ვალდებულება. ამით ვაძლიერებთ კომპანიას," - აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია.

შეგახსენებთ: საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმის არსებითი განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესზე მოსარჩელე მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის, პროკურატურისგან საქმის საგამოძიებო მასალების გამოთხოვნა. მათი მტკიცებით, მასალებით მტკიცდება როგორი და რა სახის ზეწოლა ხდებოდა 2004 წელს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალზე.

მოსარჩელე მხარემ მოწმეების გამოკითხვაც მოითხოვა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც იყო. მოსამართლემ სხვა მოწმეებთან მიმართებაში შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა ივანიშვილის გამოკითხვაზე უარი თქვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა