კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საქართველოში რუსული დიქტატურის გაფორმება

ნახვები: 569 მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საქართველოში რუსული დიქტატურის გაფორმება

ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რუსული დიქტატურის გაფორმება საქართველოში - მას ეს არ გაუვა, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ასპარეზს არ დატოვებს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენას ეხმაურება.

მისივე თქმით, ქმედება, რასაც „ქართული ოცნება“ ჩადის, ქვეყნის ღალატია.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“, 83-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით, პრაქტიკულად, დოკუმენტურად გადააბარა საქართველო რუსეთს. ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რუსული დიქტატურის გაფორმება საქართველოში. მას ეს არ გაუვა, ისევე როგორც არ გაუვიდა თავის დროზე როდიონოვს და სხვა დამპყრობლებს. დღევანდელი ქმედება, რასაც „ქართული ოცნება“ სჩადის, ეს არის ქვეყნის ღალატი. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ასპარეზს არ დატოვებს“, - წერს ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა