„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი პატიმრობა კიდევ ერთ პირს, თათია აფრიამაშვილს შეეფარდა
მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
დავით ჯანდიერი - ბაჩიაშვილის ტრანსპორტირება „აირზენას“ მეშვეობით მოხდა, ბორტზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები - პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ
ჯო უილსონი - მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა
სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
31 მაისის დილამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი
მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება - ნიკა მელია
თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი პატიმრობა, ანი ქავთარაძეს კი 5000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

თეა წულუკიანი:არავინ მათ შორის მეც პოლიტიკაში, არ ვართ და ვერ ვიქნებით ჭრელი პეპლები-რატომ შეჩერდა გელათში მიმდინარე სამუშაოები?

25.11.2022 ნახვები: 813

„არავინ მათ შორის მეც პოლიტიკაში, არ ვართ და ვერ ვიქნებით ჭრელი პეპლები. ზოგი გვიქადაგებს რომ გაფრინდით, მერე ზოგი გვიქადაგებს, რომ აღარ გაფრინდეთ - გაჩერდით და ა.შ.“,- ასე უპასუსა  „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას,  გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ამ ქვეყანაში პრაქტიკოსები ძალიან ცოტაა.

„თქვენ კითხვას რა საკვირველია ვუპასუხებ მაგრამ თუ ეს კითხვა შემდეგ საყვედურში უნდა გადაიზარდოს, რატომ გაჩერდა, ასთი პასუხით დავიწყებ, არავინ მათ შორის მეც პოლიტიკაში, არ ვართ და ვერ ვიქნებით ჭრელი პეპლები. ზოგი გვიქადაგებს რომ გაფრინდით, მერე ზოგი გვიქადაგებს, რომ აღარ გაფრინდეთ - გაჩერდით და ა.შ. ეს არის დაახლოებით ის ვითარება და მდგომარეობა რაშიც მე კულტურის მინისტრი ვიმყოფები 2021 წლის მარტიდან, რამდენი ადამიანიც არის იმდენი თეორიული მოსაზრებაა და ამ ქვეყანაში პრაქტიკოსები არიან ძალიან ცოტა“,-განაცხადა მინისტრმა

მინისტრმა აღდგენითი სამუშაოების შეჩერების მიზეზად, იმ ადამიანების პროტესტი დაასახელა, რომელთაც მიაჩნია, რომ სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაანახლდეს, როდესაც იუნესკოს მისიის დასკვნა იქნება ცნობილი.

„არის გაჩერებული იმიტომ, რომ ძალიან იმძლავრა იმ ადამიანების ჯგუფმა, რომელიც თვლის რომ ის რაც გაკეთდა 2021 წლის მარტიდან 2022 წლის ზაფხულის და სექტემბრის ჩათვლით, იწვევს კითხვით ნიშნებს მეთოდოლოგიის კუთხით და რომ სჯობს დაველოდოთ იუნესკოს მისიას, ნოემბრის ბოლომდე- ღიად უნდა ვთქვა, რომ მე ამას არ ვეთანხმები ეს არ იყო შესაჩერებელი იმიტომ, რომ ჩვენ შევჩერდით სექტემბერში, ნოემბრის ბოლოს ჩამოვა იუნესკოს მისია, ისინი უკვე გვატყობინებენ, რომ დასკვნას ვერ დადებენ იანვრის ბოლომდე და ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ.  ეს დაუშვებელი მგონია, მაგრამ იყო მოთხოვნა რომ გავჩერებულიყავით და შესაბამისად ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ გავჩერებულიყავით“, -განაცხადა მინისტრმა

წულუკიანი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება შეჩერებასთან დაკავშირებით დროის დაკარგვაა და ამით უფრო მეტ ფრგამენტს ჩამოშლება და  ამის შემდეგ მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

„შემოდგომაზე არის მეტი საქმე გასაკეთებელი და უკეთესიცაა მუშაობა როგორც პრაქტიკოსები გვეუბნებიან და არა არამკითხე მოამბეები, რომელიც მრავლად გამოუჩნდა გულშემატკივრად გელათს, მხოლოდ მას შემდეგ როდესაც მე პირველი ვიყავი რაც ამაზე დავიწყე საუბარი, რომ მგონი იქ მართლა პრობლემებია მეთქი, ჯერ დეპუტატი გახლდით პარლამენტში, 2020 წლის ბოლოს. შემდეგ როდესაც მინისტრად დავინიშნე, ჩემს გუნდთან ერთად და მთავრობის ხელშეწყობით, შევეჭიდეთ ამ აურაცხელი პრობლემების ძირეულად მოგვარების საკითხს. მაშინვე ძალიან ბევრი თეორიტიკოსი გამოჩნდა, რომელმაც თქვა დაველოდოთ, გამოშრობას და ამ ყურებაში ძალიან ბევრი ფრაგმენტი ჩამოცვივდა და ჩვენ  დავკარგეთ. მაშინ მივხვდი რომ მე ამ ადამიანებს არ უნდა დავუჯერო თუ კი ვარ პასუხიმგებლიანი, იმიტომ რომ ყურებით არ გვარდება პრობლემები“,- განაცხადა წულუკიანმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა