თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ეკონომიკის ზრდის 6.4%-იანი საბაზო სცენარი

ნახვები: 765 ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ეკონომიკის ზრდის 6.4%-იანი საბაზო სცენარი

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერი ზრდის შენარჩუნებაზე მიუთითებს. საკუთრივ, აღსანიშნავია იანვარში ადგილობრივი რეალური ექსპორტის მნიშვნელოვანი მატება. ასევე, თებერვლის უნაღდო ანგარიშსწორების მონაცემები, სავარაუდოდ, თებერვალშიც ორნიშნა ზრდის არგუმენტია. ამასთან, გასული წლის მე-4 კვარტლის დასაქმების დინამიკა, როგორც ჩანს, მოსალოდნელზე მხოლოდ მცირედით, თუმცა ზრდის ტემპის კუთხით, მაინც შედარებით სუტია. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ დასაქმების ბაზარზე მიგრაციის ეფექტი მეთოდოლოგიურად ჯერჯერობით ბოლომდე არაა გათვალისწინებული. ფასების სხვადასხვა ინდექსის კუთხით კი, დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისია.

 

თიბისი კაპიტალი აუმჯობესებს 2023 წლის ეკონომიკის ზრდის მოლოდინს 5%-დან 6.4%-მდე. სხვა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, ინფლაციის ნორმალიზება კვლავ საბაზო სცენარია წლის ბოლოს დაახლოებით 3.8%-იანი პროგნოზით, რაც ძირითადად იმპორტული პროდუქციის ფასებით არის განპირობებული. ეს, მომდევნო 1 წლის განმავლობაში ლარის კურსისათვის პოზიტიურია და ამდენად, ძლიერი სავალუტო შემოდინებების არგუმენტის გათვალისწინებით, ლარის მატერიალური გაუფასურება არაა მოსალოდნელი. მეორე მხრივ, რეგიონულ ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო კურსის გათვალისწინებით, მანამ სანამ ევრო არ განაგრძობს გამყარებას, აშშ დოლართან ლარის მატერიალური გამყარებაც ნაკლებ სავარაუდოა და, ამდენად, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდება კვლავ სებ-ის გაზრდილ საერთაშორისო რეზერვებში აისახება. მიუხედავად ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინებისა, წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის დაახლოებით 1 პროცენტით შემცირება კვლავ რეალისტური ჩანს.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005724-weekly-update-from-the-chief-economist

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა