ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

2026 წლის პირველ ნახევარში ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 70%-ზე მეტით გაიზარდა

ნახვები: 487 2026 წლის პირველ ნახევარში ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 70%-ზე მეტით გაიზარდა

 

2026 წლის იანვარ-ივნისში ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი წლიურად 70.4%-ით, ანუ თითქმის 123 მილიონი ლარით გაიზარდა. ამასთან, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი 54%-ით, ანუ თითქმის 52 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ინფორმაციას BPN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში სანქციებიდან, საურავებიდანა და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 297.6 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 174.6 მილიონი ლარი იყო.

მონაცემების მიხედვით, წელს ბიუჯეტში შესული 297 მილიონი ლარიდან 242.1 მილიონ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის, 2025 წლის პირველ ნახევარში ამავე მუხლით ბიუჯეტში 140.3 მილიონი ლარი შევიდა.

გაზრდილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალიც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ამ მიმართულებით ხაზინაში 148.4 მილიონი ლარი შევიდა, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში – 96.4 მილიონი ლარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა