თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური შეჯამება - „ეტაპობრივი დაბრუნება გრძელვადიან ტენდენციებთან” გამოაქვეყნა

ნახვები: 870 თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური შეჯამება - „ეტაპობრივი დაბრუნება გრძელვადიან ტენდენციებთან” გამოაქვეყნა

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერია, თუმცა ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ასევე გაუმჯობესებული სენტიმენტების შედეგიცაა, რაც დეპოზიტების გაზრდილ ლარიზაციასა და ვალუტაში დაკრედიტების შედარებით უფრო მაღალ ხვედრით წილში გამოიხატება. თავის მხრივ, სენტიმენტები ლარის სეზონური გამყარების მოლოდინებთანაცაა დაკავშირებული. ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ თუ ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილი გაცვლითი კურსის სეზონურ მერყეობას ელის, ეს მერყეობა დიდი ალბათობით აღარ დაფიქსირდება, რადგანაც მაგალითად „კარგი სეზონის“ წინ მოხდება ლარის შესყიდვა და პირიქით. თავისთავად, განწყობები ცვალებადია და ეს გასულ კვირაშიც იყო თვალსაჩინო.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ სავალუტო შემოდინებები და სენტიმენტები არაა ლარის კურსის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი, რადგანაც ასევე მნიშვნელოვანია სებ-ის ინტერვენციები, რაც ბოლო პერიოდში დამაბალანსებელ როლს ასრულებს. პროგნოზის კუთხით, საყურადღებოა, რომ ლარის საშუალო კურსი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით მართალია მცირე, მაგრამ კვლავ უფრო მეტ გამყარებას აჩვენებს. ასევე, სადღეისოდ არსებული კურსით, მომდევნო თვეებში დეფლაციაა მოსალოდნელი. ეს ფაქტორები კი, ძლიერი სავალუტო შემოდინებებისაგან განსხვავებით, უფრო პესიმისტური მოლოდინების არგუმენტია.

 

მთლიანობაში, საბაზო სცენარი ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება, ლარის განაკვეთების მნიშვნელოვანი შემცირება და, როგორც ჩანს, გაცვლითი კურსის მცირე შესწორებაა.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა