MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

ვასილ მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩია

ნახვები: 473 ვასილ მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, აღნიშნულ პოსტზე მაღლაფერიძის არჩევის მომხრე 8 ადამიანი იყო, წინააღმდეგ კი - 3.

„მე არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მეტიც, პატივისცემას ამით გამოვხატავ ჩემი კოლეგების მიმართ. მეც მივცემ საკუთარ თავს ხმას“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა [სამეურვეო საბჭოს] სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა - თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით და კრიტიკული კითხვები დაგვესვა, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას პირდაპირი ეთერით შეეძლო ენახა, „რა სამარცხვინო ხრიკებით მოქმედებს სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის შემადგენლობა“.

„დღეს ვასილ მაღლაფერიძე მეორე ვადით აირჩიეს თავმჯდომარედ და ჩვენ, თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია, ფაქტები, კონკრეტულად მაუწყებლის მუშაობასთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ პოლიტიკური ინტერესების გატარებასთან დაკავშირებით, არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით, დაგვესვა ის კრიტიკული კითხვები, რომელიც გვაქვს კონკრეტულად მაუწყებელთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოქმედებებთან დაკავშირებით. ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, საკუთარი თავის რა ლუსტრაცია მოახდინა საბჭოს

8 წევრმა წინა სამარცხვინო სხდომაზე. ახლა ისინი არიან შეშინებულები, გაურბიან შეკითხვებს, იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხები,“ - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ვასილ მაღლაფერიძემ ხელი აწია და თავის თავს მისცა ხმა - „ხალხმა მინდა ნახოს და ბუჩქებში არ მივრბივარო" - თუმცა დავინახე ბუჩქებში როგორ გარბოდა,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პირველი არხის ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბორდის თავმჯდომარე და წევრები მოერიდნენ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც მათ ჰქონდათ.

"მე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, გავაგზავნე 5 კაციანი სია, რომლებსაც გვინდოდა ბორდის სხდომას დავსწრებოდით, რომ კითხვები დაგვესვა. რადგან დღის წესრიგში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები იყო პირველი, სხდომის მდივანს დავურეკე და ვუთხარი - "ჯერ აირჩიეთ თავმჯდომარე და მერე შემოვალთ-თქო", რადგან უფრო ლეგიტიმური იქნებოდა ჩვენი კითხვები. შევედით და უცებ კრება დაიხურა და ვასილ მაღლაფერიძე გარეთ გამოდის, იქ, რაც დატრიალდა ამას "მოამბეში" ნახავს ხალხი...

ჩემთვის სრულიად გაიშიფრა ყველაფერი. ეს ადამიანი და მთლიანად ბორდი ერიდებოდნენ იმ შეკითხვებს, რომელთა დასმასაც ვაპირებდით, ეს შეკითხვები კი მათთვის სასიამოვნო არ იქნებოდა. ადამიანს, როდესაც ყველა კითხვაზე პასუხი აქვს, შეიძლება რამის შეეშინდეს?

გია მურღულიასთვის მინდოდა მეკითხა - სამშობლოს ღალატის განმარტება რას ნიშნავს, ასევე მინდოდა მიმეღო პასუხი, ხელფასებისა და დანამატების გაჟღერებაზე, ბორდის 2 წევრის მიერ.

ვასილ მაღლაფერიძემ ხელი აწია და თავის თავს მისცა ხმა - "ხალხმა მინდა ნახოს და ბუჩქებში არ მივრბივარო" - თუმცა დავინახე ბუჩქებში როგორ გარბოდა", - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

ცნობისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2023 წელს შესული ცვლილების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ახლა 6 წლის ვადით აირჩევენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა