ახლო აღმოსავლეთი: პოტენციური გავლენის უცვლელი შეფასება, თუმცა სიახლე აშშ დოლარის მხრივ
დონალდ ტრამპი - ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ანდრეი სიბიგა - ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა
არის თუ არა ჩვენთან დიქტატურა?
„ჰელსინკის კომისია“- „ქართული ოცნების“ მთავრობამ ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს
საშუალო ხელფასის 48% საქართველოში საკვებზე იხარჯება - Start - Business Solutions-ის კვლევა
2025 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები

არის თუ არა ჩვენთან დიქტატურა?

17.06.2025 ნახვები: 249

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში, არ წყდება დებატები ერთ თემაზე - არის თუ არა ჩვენთან უკვე დიქტატურა? შეგვიძლია თუ არა თამამად ვთქვათ რომ ვცხოვრობთ ავტოკრატიის პირობებში?

ამ საკითხზე ჩემი პოზიცია არის - არა.

საქართველოში გვაქვს დიქტატურის დამყარების მცდელობა, ასევე ბიუჯეტზე დამოკიდებულ ფენებში სრული ბატონ-ყმობა. ეს ცალსახახაა, მაგრამ შემდგარი დიქტატურა გულისხმობს სახელისუფლებო კონტროლს საზოგადოების ყველა სეგმენტზე,
დიქტატურა სჭირდება ორი შემადგენელი - ავტორიტარული ხელისუფლება და შეგუებული საზოგადოება, რომელიც იღებს ამ თამაშის წესებს. სანამ ეს არ არის - ციხეში რომ იჯდეს არა 56, არამედ 560 პოლიტპატიმარი - შემდგარ დიქტატურაზე საუბარი ზემდეტია.

მოდით, არსებული ვითარება შევადაროთ ქოცებისთვის ყველაზე ნანატრ მოდელს - პუტინისტურ რუსეთს.

1. პუტინის რუსეთში არ არსებობს რეალური ოპოზიცია - ცუდი, უტვინო, დაქსაქსული, არაფერო მაქნისი, მაგრამ რეალური. დღეს რუსეთში ძველი დროიდან შემორჩა მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია - Яблоко. ეს ფაქტიურად არის იაგო ხვიჩიას გირჩი, ნაკლებიც კი.
აი ესაა მაქსიმალურად დასაშვები პოლიტიკური აქტიურობა რუსეთში, ამ მდგომარეობას ქოცობა ვერ აღწევს. არ ვიცი რა იქნება თუ მართლაც გააუქმებენ პარტიებს, მაგრამ უახლოესი 4-5 თვე ეს არ მოხდება.
ვეჭვობ, რომ ვერც გაუქმება უშველის, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

2. რუსეთში არ არსებობს ოპოზიციური არა თუ ტელეკომპანია, არამედ საიტიც კი - ყველა არის დახურული, მუშაობს მხოლოდ ემიგრაციაში, ხოლო რუსეთში მათი მაუწყებლობა და გავრცელება თითქმის შეუძლებელია.
საქართველოში საქმიანობს 4 თავისუფალი არხი - ტვ პირველი, ფორმულა, კავკასია, და პალიტრა. ქოცობამ რომც დაიწყოს მათი დახურვა, ერთად ვერ დახურავს, დახურული ტელეკომპანიის მაყურებელი სხვებთან გადავა და საბოლოოდ არაფერი არ შეიცვლება.
გახსოვთ დრო, როდესაც "რუსთავი 2"-ს და "იმედს" უპირისპირდებოდა მაესტრო და კავკასია და მთავარი მედია-გმირი იყო აქუ? დღეს ამისთვის ტექნიკური შესაძლებლობები ბევრად მეტია.
ქოცობას შეუძლია შეზღუდოს თავისუფელი სიტყვა, მაგრამ ვერ ჩაახშობს. ამიტომაც - ამ მეორე პუნტქშიც დიქტატურა ვერ ფორმდება.

3. რუსეთში არ არსებობს არც ერთი NGO, მაშინ როდესაც ჩვენთან "ფარას" პირობებშიც კი ძირითადი, ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვან NGO-ები - მაგალითად გამჭირვალობა და ახალგაზრდა იურისტები - ჯერ-ჯერობით მუშაობენ.
დარწმუნებული ვარ, რომc ამუშავდეს "ფარა" - რაღაც სქემები მაინც მოიძებნენა. ანუ, ვერც აქ ვერ დაეწევა პუტინს არქიპო.

4. პუტინის რუსეთში არ არსებობს ბიზნესი, რომელსაც ფლობენ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები.
ჩვენთან - აბა ნახეთ ქოც-შემომწირველთა სია - ვერ ნახავთ ვერც ერთ დიდ კომპანიას - Coca cola, Magti, Silk road, და ა.შ. ძირითადად ქოცებს ფულს ურიცხავებ დეველოპერები და ტენდერ-სამშებნებლო-ინფრასტრუქტურა - იმპორტი თავისიანი, ქოცური კომპანიები.

მეტსაც გეტყვით - ხელისუფლება ვერ ფლობს არაოფიციალურ კონტროლს 2 უმსხვილეს ბანკზე - ანუ, ფინანსურ სისტემაზე.
საქართველოს ბანკი და თიბისი ბლოკავენ სანქციების ქვეშ მოხვედრილი მსხვილფეხა ქოცების ანგარიშებს, რაც პუტინის რუსეთში სრულიად წარმოუდგენელია...
ანუ, თავისუფალ ბიზნესსაც ვერაფერი მოუხერხეს..

5. სხვადასხვა სფეროები - კულტურა, ადვოკატურა, მედიცინა, და ა.შ, - პუტიმის რუსეთში ყველაფერი კონტროლდება.
რუსეთში ვერ იქნები მომღერალი, თუ არ შეასრულებ პრეზიდენტის ადამინისტრაციის მეტოდიჩკებს,. ერთად-ერთი ვინც ამაზე მაღლა დგას - იური შევშუკია, რომელსაც ჯერ ვერ უბედავენ.

საქართველოში არსებობს მთელი ფენა - ოპოზიციური მომღერლები, მუსიკოსები, თეატრალები, ექიმები, ადვოკატები, და აშ.
რეალურად ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ვერაფერს და ვერავის, ვისავ და რასაც არ უხდის ფულს ბიუჯეტიდან.
ახლა მთავარი კითხვა - რა იქნება ხვალ? შეძლებს ქოცობა მთელი ამ ფენების დამორჩილებას, რის გარეშეც რეჟიმი დიდხანს შეიძლება იყოს ჰიბრიდული, როგორც იყო აქამდე, მაგრამ ვერ გაფორმდება დიქტატურად?

გულწრფელი პასუხი - არ ვიცი, პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვიცი რამდენად არის გამოყენებული სადღეისოდ რეპრესიული მანქანის შესაძლებლობები.

მაგრამ უნდა დავაკონკრეტოთ - უხეშად რომ ვთქვათ, ვაკე-საბურთალოს პოლიციამ უნდა გააჩუმოს ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე, და ნანი ბრეგვაძეც კი... ამ კუთხით რომ შეხედო - ამოცანის სირთულე უფრო ცხადი ხდება.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მესმის გაკვირვებული კითხვა - ედიკა რა შუაშია?
დებო და ძმებო, შევარდნაძე შუაში კი არა თავშია.

დღეს საქართველოში ასე თუ ისე დემოკრატია ჯერ კიდევ არსებობს არა იმიტომ რომ ქართველები თავისუფლების მოყვარეები ვართ, ხოლო რუსები, ბელორუსები და აზერბაიჯანელები -მონები, არამედ იმიტომ რომ იქ დიქტატურის კოსნოლოდაცია დაიწყო როდესაც ამისთვის შესაფერისი დრო იყო - არეულ-დარეულ 90-ანებში.

ჩვენ ძალიან გავგიმართლა, რომ იმ დროს პრეზიდენტი იყო სწორედ ედუარდ შევარდნაძე და არა ვინმე სხვა.

ადამიანი, რომელიც ბუნებით იყო ბევრად ლიბერალური და საბჭოეთის პერიოდშიც კი არ ყოფილა ტირანი.

1995 წლის შემდეგ შევარდნაძეს ხელში იყო კონცენტრირებული მთელი ძალაუფლება, მაგრამ მას არც ერთხელ არ უცდია აქ დიქტატრის დამყარება, 2000-ანებში უკვე არც შეეძლო, მაგრამ 90-ანებში - ამას ხელს არაფერი არ უშლიდა. მან ეს არ გააკეთა და სწორედ აქ არის იმ წინააღმდეგობის სათავე, რომელიც შესაძლოა ამ ქვეყანას ავტორიტარისმისგან გადაარჩენ.
მადლობა, ამბროსიჩ!

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა