თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა
ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს - მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?
გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი - აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში - არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო
დევიდ ლემი - არ ვარ ინფორმირებული საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ
ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან
War update: 214 clashes on front lines, heaviest fighting in Pokrovsk, Novopavlivka sectors

რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს - ბატონო ლაშა, აპირებთ თუ არა, კიდევ მომპაროთ კანონი?

11.06.2021 ნახვები: 305

ბატონო ლაშა, აპირებთ თუ არა, კიდევ მომპაროთ ჩემი კანონი? - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგა.

რომან გოცირიძემ მინისტრს მიმართა, რომ კიდევ დაწერს ბევრ კანონს და შეუძლია მოიპაროს.

„ბატონო ლაშა, მინდა შეგახსენოთ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თქვენს მიერ გამოგზავნილი წერილი ჩემ ერთ საკანონმდებლო ინიციატიავასთან დაკავშირებით. მინდოდა მცირე ბიზნესისთვის შეღავათი დამეწესებინა და თქვენ მომწერეთ, რომ ეს საშინლად დაანგრევდა ჩვენ მწირ ბიუჯეტს. ეს ეხებოდა 100 000-ის ნაცვლად 200 000 ლარამდე მცირე ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლებას. გახსოვთ ეს თქვენ, თუ გინდათ მოგიტანთ თქვენს წერილს. გავიდა 3 თვე, მომპარეთ კანონი, შემოიტანეთ უკან და 200 000-ის ნაცვლად 500 000-მდე გაათავისუფლეთ ბიზნესი, დაუწესეთ 1%-იანი გადასახადი და ამით რა თქმა უნდა, გააკეთეთ კარგი საქმე. გპირდებით, რომ ბევრ კანონს დავწერ, დავდებ და მოიპარეთ. ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ქართველ ხალხს, მაგრამ 1% კი არ არის გადასახადი ამ ადამიანებისთვის, არამედ არის 19%. ჩემი კანონის მეორე ნაწილი დაგავიწყდათ - 100 000 ლარამდე დღგ-სგან თავისუფალია ბიზნესი 15 წლის წინ მიღებული კანონით. მაშინ, რამდენი დოლარი იყო 100 000 ლარი, რამდენის ყიდვა შეიძლება დღეს 100 000 ლარით, ჩამოდნა 100 000. დღგ რომ ყოფილიყო თუნდაც 200 000-ით გათავისუფლებული მაშინ, რაღაც კატეგორიის ადამიანებს ბრუნვიდან მართლაც 1%-იანი დაბეგვრა მოუწევდათ. დღეს, 100 000-დან 400 000-მდე 19%-ს იხდის მცირე მეწარმე. აპირებთ თუ არა ამ შეცდომის გამოსწორებას, აპირებთ თუ არა შემოხვიდეთ ინიციატივით და ეს ზღვარი აწიოთ, აპირებთ თუ არა, კიდევ მომპაროთ ჩემი კანონი?" - მიმართა გოცირიძემ ფინანსთა მინისტს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა