სალომე სამადაშვილი - სუს-ის მეთოდები მოძველდა და სასაცილოდ არ ჰყოფნის არავის!
გია ვოლსკი - ვინც მორალურ დანაშაულს ჩადიან საზოგადოების წინაშე, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი
"გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
თემურ კუპატაძე - ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული
გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს - შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს - არც ეს მორალის პოლიცია და არც ეს სიები არ იმუშავებს
ირაკლი ზარქუა - უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, ქვეყნის
ალეკო ელისაშვილი - პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ და ხდება მათი წახალისება
თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ

პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა იქნება გამჭვირვალე და შერჩეული პირი იქნება პროფესიონალი, როგორც მესმის, სწორედ ეს ხდება ახლა

09.30.2022 | 15:41 ნახვები: 255

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი იქნება ინკლუზიური, გამჭვირვალე და შერჩეული პირი იქნება პროფესიონალი და მიუკერძოებელი, – ამის შესახებ საქართველში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევის პროცესი, არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის.

„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი იქნება ინკლუზიური, გამჭვირვალე და შერჩეული პირი იქნება პროფესიონალი და მიუკერძოებელი. როგორც მესმის, სწორედ ეს ხდება ახლა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის, ასე რომ გულწრფელად ვიმედოვნებ, პროცესი დასრულდება უმაღლესი კვალიფიკაციის პირის შერჩევით და როგორც მე ვხვდები, ეს პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში“, – განაცხადა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა