ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გია ვოლსკი - ვინც მორალურ დანაშაულს ჩადიან საზოგადოების წინაშე, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი

ნახვები: 540 გია ვოლსკი - ვინც მორალურ დანაშაულს ჩადიან საზოგადოების წინაშე, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი

ვინც აგრესიას მიმართავს, ის უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისათვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, ადამიანები, ვინც საზოგადოების წინაშე მორალურ დანაშაულს ჩადიან, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი.

"როდესაც პროტესტს გამოხატავენ, ეს პროტესტი უკვე გადადის ისეთ დაპირისპირებაში, როდესაც შეგიძლია მანდილოსანს შეაგინო, ან ხელით შეეხო, ან უფრო მეტიც, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს რადიკალიზაციამდე და რომელიც ორიენტირებულია როგორმე მსხვერპლის დაშვებაზე შეჯახების დროს, რასაკვირველია, იმ ადამიანების სახელები საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მაგრამ თუკი სისხლის სამართლის დანაშაულში გადავა ეს, რასაკვირველია, შესაბამისი პასუხიც უნდა მოეთხოვოს.

Mona.ge-ს ქმნის ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს არის სულ სხვა რამ. ეს არის ბულინგისთვის გამოყენებული გარკვეული გვერდი, რომელმაც არ გაამართლა, იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი რეალური სურათი. ასე რომ, ადამიანები, ვინც ჩადიან მორალურ დანაშაულს საზოგადოების წინაშე, უნდა იყოს ყველასათვის ცნობილი”, - განაცხადა ვოლსკიმ.

მან ასევე ე.წ. "რუსულ კანონთან" დაკავშირებით განხორციელებულ ზარებზე ისაუბრა, რა დროსაც მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და განაცხადა, რომ გამორიცხულია, ამის უკან "ქართული ოცნება" იდგეს.

“რასაკვირველია, არ შეიძლება "ქართული ოცნება" იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია. თვითონ თემა არის შემოტანილი იმისთვის რომ, ეს დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავე გახდეს. ეს არის პროვოკაცია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა