კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ

ნახვები: 587 თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ

შალვა პაპუაშვილმა ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას“ და „გირჩის“ ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს - ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, ეს არის რეპრესიების დაანონსება.

„შალვა პაპუაშვილს ვერ გაურკვევია ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაშია, იმიტომ რომ მან ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას" და "გირჩის"(„გირჩი - მეტი თავისუფლება“) ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ეს არის რეპრესიების დაანონსება. ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული ქრონიკა. როგორ დასრულდება ეს, ძალიან კარგად დაინახავს როგორც შალვა პაპუაშვილი, ასევე "ქართული ოცნება", მაგრამ ნამდვილად დასაცინები არიან, როდესაც "დროას" და "გირჩის" ტაქტიკას მიჰყვებიან და ამ დროს არიან ხელისუფლებაში. ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ," - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს" გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა