გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს - შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს - არც ეს მორალის პოლიცია და არც ეს სიები არ იმუშავებს
ირაკლი ზარქუა - უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, ქვეყნის
ალეკო ელისაშვილი - პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ და ხდება მათი წახალისება
თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ
შალვა პაპუაშვილი - საქმე ევროკავშირისა და აშშ-ს თანხებს ეხება, რომელიც საქართველოში ფარულად იხარჯება
ხელისუფლება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მონაცემთან ბაზას ქმნის
Russia launches over 50 missiles, more than 20 Shaheds at Ukraine - Zelensky
Polish F-16s intercept Russian reconnaissance aircraft over Baltic Sea twice in recent days

მამუკა მდინარაძე - გიორგი ვაშაძეს ამ სიბინძურისთვის რაც ეკუთვნის, ამის თქმას ვერ ვიკადრებ, ისეთ მორალურ ფსკერზეა, ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა

09.30.2022 | 15:43 ნახვები: 278

გიორგი ვაშაძეს ამ სიბინძურისთვის რაც ეკუთვნის, ამის თქმას ვერ ვიკადრებ, ისეთ მორალურ ფსკერზეა, ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ვაშაძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე არის დაახლოებით რუსეთის 15 აგენტი-რეზიდენტი, მათ შორის არის „ოთხეული“ და ყველაზე საგანგაშოა, რომ მათ სათავეში უდგას ირაკლი კობახიძე“.

მდინარაძის თქმით, გიორგი ვაშაძე მორალურ ფსკერზეა დაშვებული.

„ვაშაძეს ამ სიბინძურისთვის რაც ეკუთვნის, თქვენ წინაშე ამის თქმას ვერ ვიკადრებ. პირდაპირ და მის გასაგონად ვამბობ. როგორ მორალურ ფსკერზეა ეს ადამიანი დაცემული უკვე, იცით?! ნებისმიერ რამეს იტყვის, რაც არ უნდა დასჭირდეს, ნებისმიერი რამის მთქმელია. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით და შემდეგ დარბაზში ვერ შემოდის, იმდენად მშიშარა ადამიანია. ისეთ მორალურ ფსკერზეა, ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა.

რაც შეეხება აგენტებს და აგენტურას. ამ ბოლო დროს გაიოლდა ეს სიტყვა, ნებისმიერის მიმართ შეუძლიათ, ილაპარაკონ, ასე დაგაბრალონ რაღაც ფაქტი კი არა, ლოგიკაც არ არსებობს. ეს აგენტი ისე შეაჩვიეს საზოგადოებას, ხალხს, კონკრეტულ პიროვნებებს, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს და მართლა ჩვეულებრივი ამბავია მათთვის. იცით, რატომ? მაგალითად, მსოფლიოში, დღეს ცივილიზებულ სამყაროში, რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს, რომელთაც არ უნდათ უკრაინაში ბავშვებისა და ქალების დახოცვა, დეზერტირებს უწოდებს მხოლოდ პუტინი, მისი ხელისუფლება და ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომლებიც დახვდნენ ლარსზე პლაკატებით, დეზერტირები რომ დააწერეს. ეს მათი ქვეცნობიერია, ეს არის მათი პოლიტიკური და მორალური ქვეცნობიერი, დეზერტირებს პუტინთან ერთად თანამედროვე სამყაროში მხოლოდ ისინი ეძახიან. აშშ-მ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ შეიფარებდა ამ ადამიანებს.

ასევე რა იკადრა ადამიანმა ამ როყიო სიტყვების სროლის გარდა. ჯერ შემოგვასაღა ინფორმაცია, რომ საბჭოთა 15 ქვეყანამ გადასცა შეიარაღება უკრაინას. ეს ამბავი შემოგვასაღა, ეს გვკადრა. რომ ჩამოვთვალოთ, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ესენი ამ ამბავში თურმე ჩართული იყვნენ. წარმოიდგინეთ, რა მდარე ტყუილებს ლაპარაკობს, შემდეგ თან ადასტურებს, თურმე აშშ იმგვარი მოქმედებებით იყო დაკავებული, რომელიც პრაქტიკულად ომში ჩართვის პირდაპირი ხისტი მცდელობა იყო. თან ამას ადასტურებს და თან იტყუება რაღაცებს, რომ ეს მოხდა სხვა 14 ქვეყანაშიო და მარტო საქართველომ თქვა ამაზე უარიო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა