თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ხელისუფლება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მონაცემთან ბაზას ქმნის

ნახვები: 552 ხელისუფლება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მონაცემთან ბაზას ქმნის

მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, ზიზღის მუქარის, შანტაჟის და ზეწოლის კამპანია, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რომელშიც მისივე განმარტებით, შანტაჟში, ძალადობასა და ამგვარ ქმედებებში ჩართულ ადამიანებზე ინფორმაცია მოიყრის თავს. პაპუაშვილის თქმით, სოციალურ ქსელში საზოგადოება ხედავს განსაკუთრებულ მოწოდებას ძალადობისკენ, ზიზღის ენას, შანტაჟს და მუქარას, ადამიანებს ჩამოყალიბებული აქვთ ანონიმურობის ხანდახან ყალბი შეგრძნება,თითქოს რაღაც კერძო საუბარს აქვს ადგილი. არადა, პაპუაშვილის შეფასებით, ეს გამოსვლები და მოწოდებები სოციალური ქსელში იქნება თუ სხვა ასეთ ღონისძიებებზე, იგივე არის, რაც საჯაროდ განცხადება.

„ვფიქრობ, რომ ადამიანები, რასაც საჯარო განცხადებებში ერიდებიან, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილებებიც აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს, სოციალურ სელში მათ მიერ ზიზღის ენა, მათ შორის ფაშისტური მოწოდებებიც კი გარიყვასთან დაკავშირებით და ა.შ. აღმა აქვთ ჩამოყალიბებული, რომ ეს არის კერძო საუბარი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის ოთახში ნათქვამი მათი სიტყვები, არამედ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, საზოგადოებაში დაპირისპირებას, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე, ამიტომ, როდესაც საზოგადოება ამაზე რეაქცია ექნება, ამ საკითხების მორალური შეფასება, თავისთავად უკვე ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებსა და განცხადებებს.

მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, ზიზღის მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანია, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე. ჩვენ, მაგალითად, გვახსოვს, რომ ახლახან, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე და მათ ოჯახის წევრებზე მიდიოდა ზეწოლა. საჯარო გახდა, ზეწოლა მიდიოდა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი განცხადებები გაეკეთებინათ, სხვადასხვა ადამიანების პერსონალური ინფორმაცია ქვეყნდებოდა იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მომხდარიყო და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, ვინ დგას ამის უკან, კონკრეტულად ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ზიზღის კამპანიას იწყებენ, აღვივებენ, მხარს უჭერენ, ახალისებენ და შესაბამისად, შემდეგ საზოგადოება ჩამოიყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა