თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა
ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს - მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?
გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი - აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში - არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო
დევიდ ლემი - არ ვარ ინფორმირებული საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ
ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან
War update: 214 clashes on front lines, heaviest fighting in Pokrovsk, Novopavlivka sectors

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ განცხადება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით

17.07.2021 ნახვები: 853

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენი კომპანიის სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და გამოვხატოთ ჩვენი მყარი პოზიცია და აღშფოთება 5 და 6 ივლისს მომხდარი ძალადობისა და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართ.

„ჯიპიაი ჰოლდინგი" უკვე 15 წელია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია", რომელიც ოპერირებს 25 ქვეყანაში და საქართველო ამ პატარა ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს იკავებს, როგორც მაგალითი ინოვაციურობის, პატიოსნების და მაღალი ანგარიშვალდებულების ბიზნესისა.

ჩვენი საქმიანობის განმავლობაში შევძელით აგვეშენებინა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციური ბიზნესი, რომელიც ქმნის არამხოლოდ მატერიალურ დოვლათს ჩვენი სახლემწიფოსთვის, არამედ ,რაც ყველაზე მთავარია, ამკვიდრებს ჩვენი ერისთვის, თითოული ჩვენი მოქალაქისთვის ძვირფას და მნიშვნელოვან ღირებულებებს: თავისუფლებას, სამართლიანობას, კეთილსინდისიერებას, მრავალფეროვნებას, ურთიერთპატივისცემას და ემსახურება მშვიდობას და შემწყნარებლობას.

ბოლოდროინდელი მოვლენები, ძალადობის უპრეცედენტო გამოვლინება, როდესაც თავისუფალი მედიის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა, ხოლო არაერთი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი დღესაც მძიმედაა დაშავებული ან კვლავ დევნას განიცდის, არ გვაქვს უფლება გავჩუმდეთ და გვინდა, ხმა მივაწვდინოთ იმ პირებს, ვისი პირდაპირი მოვალეობაცაა, უზრუნველყოს ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოება და მშვიდობა.

ჩვენი ქვეყანა დგას პატიოსანი შრომით და აქედან გადახდილი გადასახადების გადამხდელ მოსახლეობაზე, რომელთათვის მიუღებელია უკანონობა და ადამიანის უფლებების შელახვა. ჩვენს მიერ შექმნილი დოვლათი ასაზრდოებს ეკონომიკას, ხელს უწყობს ვალუტის კურსის სტაბილურობას და საგარეო ვალის შემცირებას. ჩვენი ხმა მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ამიტომაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, არ გავჩუმდეთ და მკაფიოდ გავემიჯნოთ ძალადობას და მოვითხოვოთ მთავრობისგან, მოახდინოს ადეკვატური რეაგირება და მომავალშიც თანმიმდევრული ქმედებებით დაგვარწმუნოს, რომ კანონის აღსრულება არის ხელისუფლების და არა საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ხელში.

როგორც „ევროპის ბიზნეს ასოციაციის" დამფუძნებლებმა უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია 2020 წლის 14 ივლისის განაცხადებაში, თუმცა მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა კომპანიამ და ცალკეულმა ინდივიდმაც მკაფიოდ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.


გვჯერა, რომ ჩვენნაირად განიცდის და ფიქრობს ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი შრომით ქმნის დოვლათს და იმედი გვაქვს, შემოგვიერთდებიან ამ მოწოდებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა